ვინ არის დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი ?


ვინ არის დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი ?

დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის პროფესია მოიცავს 1000 ვოლტს ქვემოთ ძაბვაზე მომუშავე ელექტროდანადგარების (საკაბელო ხაზების, ელექტრული მანქანების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ა.შ.) ექსპლუატაციასა და მონტაჟს. ელექტრიკოსი უნდა ფლობდეს ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟის, დიაგნოსტიკის, შეკეთებისა და მართებულად ექსპლუატაციის უნარ-ჩვევებს.

კვალიფიკაციის დონე ევროპულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს მიხედვით: მე-3


სამუშაო გარემო


დაბალი ძაბვის ელექტრიკოსს ძირითადად სამუშაოს შესრულება უწევს შენობა-ნაგებობებში.

დასაქმება

დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი შეიძლება დასაქმდეს ელექტროენერგიის მწარმოებელ, გადამცემ, გამანაწილებელ და მომხმარებელ ობიექტებზე. შესაძლებელია თვითდასაქმებაც.

პროფესიული მოვალეობები და ამოცანები


1. ელექტროდანადგარების დათვალიერება

- ახდენს ელექტროდანადგარების ვიზუალურ დათვალიერებას
- ამოწმებს ელექტროდანადგარების სამუშაო მდგომარეობას
- აღმოაჩენს ხარვეზს


2. ელექტროდანადგარებისა და ქსელების მონტაჟი

- კითხულობს ელექტრულ სქემებს
- განსაზღვრავს ელექტრომასალის, მარაგნაწილების, მოწყობილობებისა და ხელსაწყოების საჭიროებას
- ამოწმებს ელექტრომასალის, მარაგნაწილების, მოწყობილობებისა და ხელსაწყოების ვარგისიანობას
- მოცემული სქემის მიხედით ამონტაჟებს ელექტრომოწყობილობებს
- ამოწმებს ელექტრომონტაჟის მართებულობას


3. ელექტროდანადგარებისა და ქსელების გეგმური და არაგეგმური შეკეთება

- ამზადებს სამუშაო ადგილს
- განსაზღვრავს ელექტრომასალის, მარაგნაწილების, მოწყობილობებისა და ხელსაწყოების საჭიროებას
- ამოწმებს ელექტრომასალის, მარაგნაწილების, მოწყობილობებისა და ხელსაწყოების ვარგისიანობას
- ასრულებს ელექტროსარემონტო სამუშაოებს
- მონაწილეობს გათვალისწინებული ელექტროსამუშაოების გამოცდა-გაზომვების წარმოებაში
- მონაწილეობს ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში


4. უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დაცვა

- იცავს ელექტროდანადგარების უსაფრთხოების ტექნიკის წესებს
- იცავს ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის წესებს
- იცავს ელექტროდანადგარების მოწყობის წესებს
- იცავს ხანძარსაწინააღმდეგო წესებს
- იცავს შრომის სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს
- იცავს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ინსტრუქციებს


5. პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა

- ეცნობა უახლეს ტექნოლოგიებსა და სხვა სიახლეებს
- იყენებს არსებულ ტერმინოლოგიასა და პრინციპებს თანამედროვე მეთოდიკის ვიზუალური დაკვირვებისათვის
- მონაწილეობს პროფესიულ ტრენინგებში
- სრულყოფილად იყენებს არსებულ ტექნოლოგიებს
- იზიარებს გამოცდილებას დარგის სპეციალისტებისგან


პიროვნული თვისებები
- მოწესრიგებული
- ორგანიზებული
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
- ყურადღებიანი
- მობილიზებული
- კომუნიკაბელური
- დაკვირვებული
- სხარტი
- გუნდური მოთამაშე


ხელსაწყოები, დანადგარები, მასალები

სახრახნისი, ბრტყელტუჩა, ჩაქუჩი, ინდიკატორი, მულტიმეტრი, რკინის საჭრელი ხერხი, მარწუხი, ძაბვის მაჩვენებელი, იზოლირებული შტანგელი, ბუნიკის მომჭერი წნეხი, სიხშირის მზომი, ქანჩის გასაღებების კომპლექტი, დიელექტრიკული ხელთათმანი, ბოტები, ხალიჩა, ჩაფხუტი.

მსგავსი სიახლეები

ელექტრული ძალა

ელექტრული ძალა

ელექტრული ძალის ბუნებრივი გამოვლინებები ადამიანისათვის დიდი ხანია ცნობილია.

  • 519
  • 11-ივლისი-2021
სრულად ნახვა
ვინ არის დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი ?

ვინ არის დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი ?

დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის პროფესია მოიცავს 1000 ვოლტს ქვემოთ ძაბვაზე მომუშავე ელექტროდანადგარების (საკაბელო ხაზების, ელექტრული მანქანების,

  • 1 351
  • 29-მარტი-2020
სრულად ნახვა
მნიშვნელობა საზოგადოებისათვის

მნიშვნელობა საზოგადოებისათვის

პროფესიის მნიშვნელოვანება, მნიშვნელობა და სოციალური სტატუსი

  • 593
  • 11-ივლისი-2021
სრულად ნახვა

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

ელექტრიკის გამოძახება
+(995) 514-14-63-63
ვებ საიტების დამზადება