ელექტროობის ისტორია


ელექტროობის ისტორია

რით დაიწყო ყველაფერი

გვინდოდა, რომ მოცემულ თემაში (ელექტრობის ისტორია, რით დაიწყო ყველაფერი) ჩაგვერთო მეტად მნიშვნელოვანი პერიოდები წარსულიდან, რამაც ელექტრობის შესახებ ცოდნის განვითარებას და მომავალ აღმოჩენებს დაუდო სათავე. მნიშვნელოვანია, რომ გაცნობიერებული იქნას შემდეგი რამ - ელექტრობა, როგორც ბუნების მოვლენა, ყოველთვის არსებობდა. ის ჩვენი ცხოვრების ფუნდამენტურ პირობას წარმოადგენს. ელექტრული მოვლენების უმეტესი ნაწილის დანახვა და შეგრძნება ჩვენ არ ძალგვიძს, ხოლო ის, რასაც მკაფიოდ ვხედავთ, მათი მხოლოდ მცირე წილია.

ჭექა-ქუხილისას ელვის მუხტები, სხვადასხვა საგანსა და ადამიანს შორის სტატიკური ელექტრობა პატარა ნაპერწკლის სახით, ელექტრული ვარდნილის დარტყმა, პატარა დამაგნიტებული ნაწილების ერთმანეთთან მიზიდვა ან განზიდვა და სხვა მსგავსი მოვლენები - ყველაფერ ამას ადამიანი ხედავდა, ეშინოდა, თაყვანს სცემდა გასულ საუკუნეებში. ელექტრული მოვლენები ადამიანში ყოველთვის ინტერესს იწვევდა სხვადასხვა ცივილიზაციებსა და დროში.

დავუშვათ, ნაპოვნი იქნა ფიალები, რომლებიც გამოიყენებოდა ძველ ეგვიპტეში, რომლებიც უმარტივეს ჰალვანურ ელემენტებს წარმოადგენდნენ. მათში გარკვეული რაოდენობის ლიმონის წვენის ჩასხმისას, ამ თასებს მცირე ელექტრული ძაბვის გენერირების უნარი შესწევდათ. ან თუნდაც ავიღოთ საკმაოდ ცნობილი ხელოვნური ეგვიპტური სანათი, რომელიც ჩვენს დრომდე ეგვიპტური პირამიდების კედლებზე გამოსახულების სახით არის შემონახული. მას მრავალი წლის მანძილზე შესწევდა სინათლის გამოსხივების უნარი. ან კიდევ ქარვა, რომლის თვისებებიც (ელექტრული) ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთის დროს იქნა აღმოჩენილი. მესოპოტამიაში ფართო გამოყენება ჰქონდა მოვერცხვლასა და მოოქროვებას. ამის განხორციელება ხდებოდა უმარტივესი ჰალვანიკის მეშვეობით, რომლის ელექტროდებიც იკვებებოდნენ უმარტივესი ჰალვანური ბატარეების ელექტროენერგიით.

ამგვარად, კაცობრიობის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა ამ სახის ენერგიის (ელექტრული) ფლობისა და დამორჩილებისაკენ სწრაფვა. ელექტრობის ისტორიის ჩამოყალიბების დასაწყისად შეგვიძლია გავაჟღეროთ დაახლოებით 1600-იანი წლები. ვინაიდან სწორედ იმ პერიოდში იყო ელექტრომაგნეტიზმში მეცნიერულად გარკვევისა და ამ ფენომენისათვის ერთგვარი რაციონალური მნიშვნელობის მინიჭების პირველი მცდელობები.

დროის ამ პერიოდში დამუშავებულ იქნა ჰილბერტის სამეცნიერო ნაშრომები მაგნეტიზმის მოვლენის, თავად მაგნიტური სხეულებისა და მთელი დედამიწის მაგნეტიზმის შესახებ. ამის შემდეგ შეისწავლეს ელექტრული მუხტის გამოვლინებები, მათი თავდაპირველი ბუნების უფრო ღრმად შეცნობის მიზნით. 1650 წელს აწყობილ იქნა პირველი ელექტროსტატიკური მანქანა. მას შეეძლო ელექტრული მუხტის მოგროვება და შეკრება, ამის შემდეგ კი ხელოვნური ელვის სახით განმუხტვის განხორციელება. 1733 წელს დიდმა მეცნიერმა დიუფემ გამოავლინა ელექტრული მუხტების ორი ურთიერთსაწინააღმდეგო სახეობის არსებობა.

მოგვიანებით მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა. სახელგანთქმულმა მეცნიერმა ალექსანდრო ვოლტამ შექმნა უმარტივესი ჰალვანური ელემენტის პირველი ვარიანტი. ამან მიგვიყვანა ცნება დაძაბულობის (ელექტრული) გაჩენამდე. მაგრამ ყველა ამ აღმოჩენას მხოლოდ ინტერესზე დაფუძნებული თეორიული პროგრესი გააჩნდა, ვინაიდან ამ მოვლენებს ყოფითი და ზოგადი სარგებლობისათვის პრაქტიკული გამოყენება არ ჰქონდა. ამ მუხტების შემკრებ ელექტროსტატიკური მანქანებსა და უმარტივეს ჰალვანურ ბატარიებს არ შესწევდათ მნიშვნელოვაი სიმძლავრეების წარმოების უნარი, ხოლო პირველი ელექტრული დატვირთვები სწორედ ამას მოითხოვდნენ.

1600 წლიდან 1800 წლამდე პერიოდში ელექტრობის ისტორია შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც საკვლევი და მოსამზადებელი ეტაპი. ამ დროს მეცნიერების მიერ მზადდებოდა ნიადაგი მომავალი, უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩენებისათვის. ელეტრობაში სერიოზული ტექნოლოგიური გარღვევისა და ტექნიკური რევოლუციის განსახორციელებლად საჭირო იყო ელექტრული გენერატორის გამოჩენა. ეს მოხდა 1831 წელს, როდესაც ფარადეის მიერ აღოჩენილ იქნა ცნობილი ელექტრომაგნიტური ინდუქციის კანონი. რამდენიმე წლის შემდეგ ლენცმა განაზოგადა ფარადეი, რითაც კარგი საფუძველი შექმნა ელექტრული გენერატორებისა და ელექტრული ძრავების გამოსაგონებლად.

1800-1900 წლების განმავლობაში განხორციელებულ იქნა დიდი რაოდენობით სხვადასხვა გამოგონებების შექმნა, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ თანამედროვე ელექტრული მოწყობილობებისა და ხელსაწყოების პროტოტიპები. მაგალითად, ტყვიის აკუმულიატორი. ასოთმბეჭდავი ელექტრომაგნიტური ტელეგრაფი, ელექტრული ზარი, სხვადასხვა სახის ელექტროძრავები და ელექტროგენერატორები, გასახურებელი (და რკალური) ელექტრული ნათურები, გამოჩნდა პოპოვის რადიოგადაცემა, პირველი ელექტროტრანსპორტი და ა.შ. 1900 წლიდან მოხდა ელექტრობის საერთო დანერგვა საზოგადოების სხვადასხვა ფენებში - ელექტრული აღჭურვილობა-დანადგარების მქონე პირველი ელექტრიფიცირებული საწარმოები, მძლავრი ელექტრული სადგურების მშენებლობის და შორ მანძილზე ელექტრული გადაცემის განვითარება, ელექტრული ტრანსპორტის (საქალაქო) დანერგვა და გავრცელება.

მსგავსი სიახლეები

თვითდამჭერი საკლემე ბლოკი WAGO

თვითდამჭერი საკლემე ბლოკი WAGO

როგორ გავარჩიოთ ყალბისგან: არსებობს გამტარებისა და სადენების შეერთების რამდენიმე ხერხი რომლებსაც აქტიურად იყენებს ჩვენი ხელოსანი.

სრულად ნახვა
სად და როგორ მივიღოთ ელექტრიკოსის პროფესია

სად და როგორ მივიღოთ ელექტრიკოსის პროფესია

სად ასწავლიან პროფესიას? მას, ვისაც ელექტრიკოსად გახდომის სურვილი აქვს, უნდა ახსოვდეს,

სრულად ნახვა
რატომ იკრძალება სადენების გადაგრეხვა

რატომ იკრძალება სადენების გადაგრეხვა

ელექტროდანადგარების მოწყობის წესების თანახმად სადენებისა და კაბელების შეერთება უნდა განხორციელდეს შემდეგი საშუალებებიდან ერთ-ერთით:

სრულად ნახვა
ელექტრიკის გამოძახება 555-45-33-66