ვინ არის ელექტრიკოსი


ვინ არის ელექტრიკოსი

ელექტრობამ უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა. ელექტროენერგიის გარეშე ჩვენი ყოფის წარმოდგენა ძნელია. ამიტომ ელექტრიკოსის პროფესია მეტად მნიშვნელოვანია.

პროფესიის რეიტინგი:

  • მოთხოვნადობა 84%
  • ანაზღაურება 58%
  • კონკურენცია 51%
  • შესასვლელი ბარიერი 49%
  • პერსპექტივები 62%

შინაარსი:

  • დახასიათება
  • სპეციალობები
  • უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები
  • მოვალეობები
  • ვის შეეფერება
  • როგორ მოვეწყოთ სამსახურში
  • კარიერა
  • პერსპექტივები

დახასიათება

ელექტრიკოსი არის სპეციალისტი, რომლის სამუშაოც დაკავშირებულია ელექტრულ ხელსაწყოებთან და აღჭურვილობასთან. მოცემულ ოსტატებს გააჩნიათ თავისი კვალიფიკაცია. შეგვიძლია გამოვყოთ უბრალო ელექტრიკოსები, რომლებიც დაკავებულნი არიან საყოფაცხოვრებო ელექტრული აღჭურვილობაით და ელექტროშემკეთებლები. აღნიშნული სპეციალისტები მუშაობენ მაღალ სიხშირეებთან თბოელექტროსადგურებში, ჰუდროელექსტოსადგურებში და ა.შ. ისინი ყოველდღიურად ეჩეხებიან იმ საფრთხეთა მთელ სპექტრს, რომელსაც მოიცავს მაღალი ძაბვა. ელექტროშემკეთებლის მუშაობა მოიცავს მთელ რიგ პროცესებს. მათ შესასრულებლად არსებობს წვდომის წესები. დამწყები სპეციალისტი ვერასდროს დაიჭერს საქმეს მაღალი დონის საშიშროებასთან (1000 ვ-ზე მაღალი ძაბვა). საკვალიფიკაციოდ გამოყოფენ წვდომის (დაშვების) 5 კლასს:

  1. პირველი. ეს არის ორგანიზაციის ნებისმიერი ის თანამშრომელი, რომელსაც არ გააჩნია სპეციფიური განათლება, მაგრამ ამასთან მან იცის საშიშროებების შესახებ, პირველადი დახმარების აღმოჩენა და დაზიანების თავიდან აცილების ხერხები. ასეთ მუშაკს არ უშვებენ ელექტრულ, განსაკუთრებით კი მაღალვოლტიან, აღჭურვილობასთან სამუშაოდ.
  2. მეორე. ეს არის სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია განათლება ელექტრობის დარგში. მან იცის მაღალვოლტიანი აღჭურვილობის მოწყობილობის საფუძვლები, მასთან მუშაობის ყველა საფრთხე და პირველადი დახმარების აღმოჩენის მეთოდები. მოცემულ სპეციალისტს უნდა გააჩნდეს სპეციალური მომზადება და ელექტროობასთან იმუშაოს 1-დან 2 თვემდე. ის დაიშვება დაბალი საშიშროების დონის მქონე ობიექტებთან.
  3. მესამე. მოცემულმა სპეციალისტმა ელექტრობის შესახებ იცის საკმაოდ დიდი ინფორმაცია: მაღალვოლტიან აღჭურვილობასთან მუშაობის წესები, დაზიანების საშიშროებები, უსაფრთხოების ტექნიკის წესები, 1000 ვ-მდე ძაბვის ქვეშ აღჭურვილობასთან სამუშაოდ დაშვების წესები. აუცილებელია სპეციალური მომზადების ქონა და 2-დან 10 თვემდე მუშაობის გამოცდილება.
  4. მეოთხე. ეს არის მაღალი დონის სპეციალისტი. მან უნდა იცოდეს არამხოლოდ ზოგადი დებულებები, არამედ აღჭურვილობის მოწყობილობის თავისებურებები, თუ რომელი შემადგენელი ნაწილები უნდა გაითიშოს სარემონტო ან პროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად და როგორ უნდა იპოვოს ისინი რეალურად. მე-4-ე დონის ელექტრიკოსმა უმცირესი მიკროსქემების დონემდე იცის ყველაფერი მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის შესახებ. მას შეუძლია თანამშრომლებს შორის მოვალეობების განაწილება და მათთვის თავის საქმეზე მუშაობის თავისებურებების სწავლება. ასევე ელექტრიკოსმა არამხოლოდ იცის პირველადი დახმარების აღმოჩენის წესები, არამედ მას შეუძლია მათი პრაქტიკულად განხორციელება. მუშაობის გამოცდილება უნდა იყოს მინიმუმ 2-დან 12 თვემდე.
  5. მეხუთე. თავისი მონაკვეთის ყველა სქემისა და ნიუანსის უფრო გაღრმავებული ცოდნა. უსაფრთხოების ტექნიკის არამხოლოდ ცოდნა, არამედ მისი ყველა დებულების მიზეზის გაგება. ელექტრული ძაბვით დაზიანების შემთხვევაში პერსონალისათვის პირველადი დახმარების სწავლებისა და აღმოჩენის უნარი. მუშაობის გამოცდილება შეადგენს მინიმუმ 3-დან 42 თვემდე.

ელექტრიკოსის პროფესია გულისხმობს კონცენტრაციისა და პასუხისმგებლობის მაღალ დონეს არამხოლოდ საკუთარი სიცოცხლისათვის, არამედ დაქვემდებარებულ პირთა ჯანმრთელობის გამოც.

რით უწევთ სამსახურში დაკავება და სპეციალიზაციები. ელექტრიკოსის სამუშაო უკავშირდება მაღალი დონის საშიშროებასთან მომუშავე კლასს. ეს დაკავშირებულია არამხოლოდ ელექტრული ძაბვით დაზიანების შესაძლებლობასთან. ელექტროგადამცემი ხაზები ხშირად მაღალ სიმაღლეზე მდებარეობს. მათთან მუშაობა ვარდნის ალბათობასაც უკავშირდება. გარდა წვდომის (დაშვების) 5 კლასისა, ელექტრიკოსებს გააჩნიათ 6 პროფესიული თანრიგი. ის რაც უფრო მაღალია, მით უფრო კვალიფიციური სპეციალისტია თქვენს წინაშე. ელექტრიკოსები ყოველდღიურად ეჩეხებიან რიგ ვალდებულებებს: ელექტრული ქსელის გაყვანა. ეს აუცილებელია ახალი შენობებისა და მონაკვეთების ენერგიასთან მისაერთებლად, რაც ადამიანებს განათებითა და ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს. ელექტრული აღჭურვილობისა და კაბელების მონტაჟი. ხშირად ეს რთულად ხელმისაწვდომ პირობებში მუშაობასთან არის დაკავშირებული. ელექტროგადამცემი ხაზების სარემონტო სამუშაოები. კაბელის გაწყვეტისას ან ძაბვის ჩაქრობისას სარემონტო ბრიგადები გადიან ობიექტზე დეფექტის აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად. აღჭურვილობის ექსპლუატაციაში შეყვანა. ელექტრიკოსი ამოწმებს და ტესტავს ტექნიკას, ამასთან მას ისე მოაწყობს, რომ ის პერსონალისათვის უსაფრთხო იყოს. ელექტრული ქსელების გაყვანა შენობებში. სწორედ ელექტრიკოსი ახორხიელებს ყველა როზეტისა და სადენის მიერთებას იმგვარად, რომ უზრუნველყოს საყოფაცხოვრებო პირობებში ტექნიკის უსაფრთხო ექსპლუატაცია. დაძაბულობის არასწორი განაწილება იწვევს აალებას. პერსონალისათვის უსაფრთხოების ტექნიკის სწავლება ელექტრულ ხელსაწყოებთან და მაღალვოლტიან ქსელებთან მუშაობისას. პერსონალისათვის ელექტრული ძაბვით დაზიანებისას პირველადი დახმარების აღმოჩენის წესებისა და მეთოდების სწავლება. ახალი ცოდნის მიღება. პროგრესი არ დგას ადგილზე. ელექტრიკოსი, ისე როგორც არავინ, უნდა იყოს ელექტროგადაცემის ხაზებთან დაკავშირებული სიახლეების კურსში. ასევე ელექტრიკოსის ყოველდღიურ მოვალეობებში შედის მთელი რიგი წვრილმანი პროცესები, რომელთაც გააჩნიათ მუშაობის ადგილიდან გამომდინარე ვიწროსპეციალიზირებული მიმართულება.

ვის შეეფერება მოცემული პროფესია

პროფესია შეეფერება ისეთ ადამიანებს, რომელთაც კარგად აქვთ განვითარებული მეხსიერება და ლოგიკური აზროვნება. სპეციალისტი ვალდებულია იცოდეს მთელი რიგი ნორმები და წესები, რომლებიც აუცილებელია შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ელექტრიკოსს გააჩნია ბრწყინვალე რეაქცია. ძაბვას ხშირად მივყავართ გაუთვალისწინებელ სიტუაციებამდე, რომელშიც გადარჩენა მხოლოდ ცივ გონებას და გადაწყვეტილებათა მიღების სისწრაფეს შეუძლია. სიფრთხილე - შეუცვლელი თვისებაა აღნიშნული სპეციალისტების მუშაობაში. გამოცდილი ოსტატი ყოველთვის ორჯერ გაიაზრებს თავის თითოეულ გადაწყვეტილებას, ვიდრე მას განხორციელებაში მოიყვანს. რუდუნება (კირკიტი) და პასუხისმგებლობა. ელექტრიკოსი თავისი სამუშაოს ყველა დეტალს უნდა ეპყრობოდეს უდიდესი ყურადღებით, რადგანაც ის არამხოლოდ საკუთარ თავზე აგებს პასუხს, არამედ მის გარშემო მყოფ ადამიანებზეც.

მოთხოვნადობა

პროფესია მოთხოვნადია. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ვაკანსიები არცთუ ისე ბევრია, ელექტრიკოსი მარტივად იპოვის სამუშაოს. სტუდენტების უმრავლესობა ჯერ კიდევ გამოშვებამდეა დასაქმებული. რამდენს იღებენ მოცემული პროფესიით მომუშავე ადამიანები. ელექტრიკოსის საშუალო ხელფასი მერყეობს თვეში 10-დან 40 ათას რუბლამდე. რეგიონიდან გამომდინარე ის შეიძლება მითითებულ თანხაზე მაღალი ან დაბალი იყოს.

ადვილია თუ არა სამსახურში მოწყობა

სამსახურში მოწყობა საკმაოდ ადვილია. უნდა წარადგინოთ დიპლომი იმის შესახებ, რომ თქვენ გაგაჩნიათ მომზადების საწყისი დონე. თუმცაღა, რამდენიმე პრეტენდენტის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მეტად გამოცდილს ენიჭება.

ჩვეულებრივ როგორ ეწყობა კარიერა

ელექტრიკოსის კარიერა ჩვეულებრივ მდგომარეობს უფრო მაღალი თანრიგსა და დაშვების (წვდომის) კლასის მიღებაში. მე-4-ე და მე-5-ე დონის სპეციალისტებს შეუძლიათ დაქვემდებარებაში აიყვანონ რიგი თანამშრომლები, რომლებსაც ისინი გააკონტროლებენ. კარიერული ზრდა ჩვეულებრივ წინასწარ ვერ განისაზღვრება, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში, მხოლოდ მსხვილ ენერგეტიკულ ობიექტებზე, თქვენ შეგიძლიათ უფროსი ელექტრიკოსის ან ინჟინერ-ელექტრიკოსის თანამდებობის მიღება.

პერსპექტივები

თქვენი თანრიგის ან დაშვების (წვდომის) კლასის ყოველი მატების შემთხვევაში თქვენ გეზრდებათ ხელფასი. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ელექტრიკოსის ერთადერთ პერსპექტივას წარმოადგენს ახალი გაყვანილობის მონტაჟი კერძო წესით. ეს საკუთარი ბიზნესია, რომელსაც არცთუ ისე მაღალი, მაგრამ სტაბილური შემოსავალი მოაქვს. ჩვენი სპეციალისტები საზღვარგარეთ დაფასებულნი არიან. ელექტრიკოსი - ეს ის პროფესიაა, რომელიც მაღალი დონის შემოსავლის მისაღებად საზღვარგარეთ გასვლაში გეხმარება.

მსგავსი სიახლეები

სად და როგორ მივიღოთ ელექტრიკოსის პროფესია

სად და როგორ მივიღოთ ელექტრიკოსის პროფესია

სად ასწავლიან პროფესიას? მას, ვისაც ელექტრიკოსად გახდომის სურვილი აქვს, უნდა ახსოვდეს,

სრულად ნახვა
ელექტრიკოსის პროფესიის გამოჩენის ისტორია

ელექტრიკოსის პროფესიის გამოჩენის ისტორია

როგორ წარმოიშვა პროფესია? როგორ ვითარდებოდა პროფესია?

სრულად ნახვა
ვინ არის ელექტრიკოსი

ვინ არის ელექტრიკოსი

ელექტრობამ უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა. ელექტროენერგიის გარეშე ჩვენი ყოფის წარმოდგენა ძნელია. ამიტომ ელექტრიკოსის პროფესია

სრულად ნახვა
ელექტრიკის გამოძახება 555-45-33-66