ჩვენ შესახებ

ამ გვერდზე თქვენ წაიკითხავთ ინფორმაციას ჩვენ შესახებ.

ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც გამოცდილი ელექტრიკი ხელმძღვანელობს. მისი ძალისხმევით მოხდა გუნდის პროფესიონალი სპეციალისტებით დაკომპლექტება და უმოკლეს დროში ბაზარზე წამყვანი პოზიციის დაკავება. ჩვენ უკვე 20 წელიწადია, უწყვეტად ვახორციელებთ ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოებს. ვასრულებთ ნებისმიერი დონის და სირთულის სამუშაოს. 

წარსულში ალბათ დაგჭირვებიათ ელექტრიკოსი გამოძახებით, მაგრამ თქვენი იმედები და მოლოდინი ყველა მათგანს არ გაუმართლებია. ეს ხდება იმიტომ, რომ ეს სფერო და პროფესია არის ურთულესი და ყველა ვერ ახერხებს ბოლომდე გაუმკლავდეს ამოცანას.

მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში, ჩვენ ორგანიზებულად და ოპერატიულად ვემსახურებით მოსახლეობას. დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს საქმის სწრაფად და ეფექტურად შესრულების საშუალებას, რაც გამოიხატება ჩვენი მომხმარებლების მადლიერებით.


სამუშაო პროცესი

თვალსაჩინოებისთვის ჩვენ შევეცადეთ მარტივად აგვესახა მთელი პროცესი.

1

გვიკავშირდებით

ვათანხმებთ შეხვედრის დროს.

მოვდივართ

ვათანხმებთ ყველა წვრილმანს.

2
3

ვიწყებთ

ვმუშაობთ დასახული გეგმის მიხედვით.

გაბარებთ

თქვენთან ერთად ვამოწმებთ შესრულებული სამუშაოს ხარისხს.

4


პროფესიონალთა გუნდი

image

ჩვენ სამუშაოს ვასრულებთ მომხმარებლის ინდივიდუალური სურვილის გათვალისწინებით და რეალობაში მოგვყავს მისი ნებისმიერი ჩანაფიქრი თუ ფანტაზია. 

ჩვენს გუნდში ყველას კარგად აქვს გააზრებული თავისი მოვალეობა და ჩვენი ელექტრიკი გამოძახებით, ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ.

ჩვენი სამსახური დაარსების დღიდან თბილისის მოსახლეობას 24-საათიანი რეჟიმით აწვდის უფასო საკონსულტაციო სერვისს. თუ გადაწყვიტავთ ჩვენი სერვისით სარგებლობას, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენი ელექტრიკოსი პროფესიონალია და მისი მომსახურებით კმაყოფილი დარჩებით.

დიდი გამოცდილება მთავარი მასწავლებელია ნებისმიერ სფეროში და ჩვენი თანამშრომლების დიდი სტაჟი ხარისხიანი მომსახურების გარანტია. ჩვენ მრავალი წელია, ამ სფეროში ვმუშაობთ, და ჩვენი ამბიცია სრულიად შეესაბამება ჩვენს შესაძლებლობებს. 

დაგვირეკეთ
555-45-33-66