ხშირად დასმული კითხვები

ელექტროობასთან და ელექტროსამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებული შეკითხვები.

ელექტროობასთან და ელექტრომონტაჟთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვები, ასევე ელექტრიკი გთავაზობთ რჩევებს ელექტრომოწყობილობების არჩევანთან დაკავშირებით. სადენის დასახელების გაშიფვრა და სხვა ბევრი რამ რაც შეიძლება დაგჭირდეთ ელექტროობასთან ურთიერთობის დროს.

ყველაფერი სწორია სამივე ტიპის კაბელი არის ერთნაირად სპილენძის, მათ შორის სხვაობა არის იზოლაციაში:


ყველაზე უბრალო ВВГ (სიტყვასიტყვით იშიფრება როგორც ვინილი ვინილი დრეკადი)


ეს არის სპილენძის სადენი ვინილის (ПВХ) გარსით და იზოლაციით.


ВВГнг - სპილენძის სადენი ვინილის (ПВХ) გარსით და იზოლაციით დაბალი აალებით.


ВВГнг-LS - სპილენძის სადენი ვინილის (ПВХ) გარსით და იზოლაციით დაბალი აალებით და დაბალი კვამლის და გაზის გამოყოფის მქონე (სიტყვასიტყვით Low Smoke).


ВВГнг-FRLS - სპილენძის სადენი ცეცხლგამძლე (სიტყვასიტყვით - Fire Resistance) იზოლაციით და დაბალი კვამლის და გაზის გამოყოფის მქონე.

ზოგადად არსებობს სტანდარტის ხარისხის 2 ნაირსახეობა ГОСТ (სახელმწიფო სტანდარტი) და ТУ (ქარხანა დამამზადებლის ტექნიკური პირობები). ამაზე შეიძლება ბევრი ვიკამათოდ რომელია უკეთესი: წესით სადენის დამზადების ხარისხის კონტროლი სახელმწიფო სერტიფიცირების ორგანოების მხრიდან თანაბრად უნდა ხორციელდებოდეს როგორც ადგილობრივ წარმოებაზე ასევე საზღვარგარეთიდან შემოტანილზე მაგრამ სამწუხაროდ შემოტანილი პროდუქციის კონტროლი როგორ და რა ხარისხით ხდება ამაზე არ გაგვაჩნია ინფორმაცია და უპირატესობას მაინც ადგილობრივ წარმოებას ვანიჭებთ მაგალითად (საქკაბელი).

შევეცდები თქვენთვის გასაგებ მარტივ ენაზე ავხსნა ამ ამომრთველებს შორის სხვაობა:

  1. აღნიშვნის მქონე ამომრთველი მოკლე შერთვის შემთხვევაში მოქმედებს ყველაზე სწრაფად (მაღ. მგრძნობელობა 3...5) გამოიყენება შედარებით დაბალ მოსალოდნელ მოკლე შერთვის დენებზე.
  2. აღნიშვნის მქონე ამომრთველი არის ყველაზე გავრცელებული და მასიურად გამოყენებადი უმეტესი საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის, მოკლე შერთვის შემთხვევაში მოქმედებს (საშ. მგრძნობელობით 5...10).
  3. აღნიშვნის მქონე ამომრთველი მოკლე შერთვის შემთხვევაში მოქმედებს (დაბ. მგრძნობელობით 10...20) რეკომენდირებულია მხოლოდ სპეციალური დანიშნულებით, იგი გამოიყენება როგორც შემსვლელი ამომრთველი ჯგუფური ამომრთველების და ხაზების დასაცავად.

УЗО (Устройство Защитного Отключения) არის დამცავი გათიშვის მოწყობილობა რომელიც იმართება დიფერენციალური (ნარჩენი) დენით.
УЗО ცენტრალური წყაროდან ავტომატურად გათიშავს ელ.ენერგიას შემდეგ შემთხვევებზე.

  1. დენგამტარი ელ. დანადგარების ღია ნაწილებთან შემთხვევით შეხებისას.
  2. სადენის ან ნებისმიერი ელ. დანადგარის გადახურებისას.
  3. სადენის იზოლაციის დაზიანებისას.
  4. ელ. დანადგარებზე დენის გაჟონვისას.
  5. დენის დამიწებასთან გაჟონვისას.

დიფერენციალური ამომრთველი ცენტრალური წყაროდან ავტომატურად გათიშავს ელ.ენერგიას შემდეგ შემთხვევებზე.

  1. გადატვირთვის დროს.
  2. მოკლე ჩართვის დროს.
  3. დენგამტარი ელ. დანადგარების ღია ნაწილებთან შემთხვევით შეხებისას.
  4. სადენის ან ნებისმიერი ელ. დანადგარის გადახურებისას.
  5. სადენის იზოლაციის დაზიანებისას.
  6. ელ. დანადგარებზე დენის გაჟონვისას.
  7. დენის დამიწებასთან გაჟონვისას.

ალბათ შენიშნეთ რომ დიფერენციალურ ამომრთველს 2 ფუნქციით მეტი გააჩნია УЗО-სთან მიმართებაში, მარტივად რომ ვთქვათ დიფერენციალური ამომრთველი არის კომბინირებული რომელსაც გაერთიანებული აქვს ჩვეულებრივი ამომრთველის და УЗО-ს ფუნქციები.

სამზარულო და აბაზანა არის მაღალი საფრთხის ზონა და შესაბამისად მოითხოვს გაძლიერებულ ელექტრო უსაფრთხოებას. აღნიშნული ზონები გამოირჩევა მაღალი ტენიანობით, გამომდინარე აქედან როზეტები და ჩამრთველები უნდა დავამონტაჟოთ სველი წერტილებიდან მინიმუმ 60 სანტიმეტრის დაშორებით.

ელექტრიკის გამოძახება 555-45-33-66