პროფესია


პროფესია

სანდო სერვისი

გამოცდილი ელექტრიკოსი გამოძახებით თბილისში გთავაზობთ ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების უმაღლესი დონის, სწრაფ და ხარისხიან სერვისს. ვასრულებთ ელექტროობასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის და მიმართულების სამუშაოს, ვმუშაობთ სწრაფად, უსაფრთხოდ და ხარისხის მაქსიმალური დაცვით.

განვიხილოთ აღნიშნული პროფესია

დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის პროფესია მოიცავს 1000 ვოლტს ქვემოთ ძაბვაზე მომუშავე ელექტროდანადგარების (საკაბელო ხაზების, ელექტრული მანქანების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ა.შ.) ექსპლუატაციასა და მონტაჟს. ელექტრიკოსი უნდა ფლობდეს ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟის, დიაგნოსტიკის, შეკეთებისა და მართებულად ექსპლუატაციის უნარ-ჩვევებს. კვალიფიკაციის დონე ევროპულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს მიხედვით: მე-3

სამუშაო გარემო

დაბალი ძაბვის ელექტრიკოსს ძირითადად სამუშაოს შესრულება უწევს შენობა-ნაგებობებში.

დასაქმება

დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი გამოძხებით შეიძლება დასაქმდეს ელექტროენერგიის მწარმოებელ, გადამცემ, გამანაწილებელ და მომხმარებელ ობიექტებზე. შესაძლებელია თვითდასაქმებაც.

პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:

  • ახდენს ელექტროდანადგარების ვიზუალურ დათვალიერებას;
  • ამოწმებს ელექტროდანადგარების სამუშაო მდგომარეობას;
  • აღმოაჩენს ხარვეზს.

ელექტროდანადგარებისა და ქსელების მონტაჟი:

  1. კითხულობს ელექტრულ სქემებს;
  2. განსაზღვრავს ელექტრომასალის, მარაგნაწილების, მოწყობილობებისა და ხელსაწყოების საჭიროებას;
  3. ამოწმებს ელექტრომასალის, მარაგნაწილების, მოწყობილობებისა და ხელსაწყოების ვარგისიანობას;
  4. მოცემული სქემის მიხედით ამონტაჟებს ელექტრომოწყობილობებს;
  5. ამოწმებს ელექტრომონტაჟის მართებულობას.

ელექტროდანადგარებისა და ქსელების გეგმური და არაგეგმური შეკეთება:

  • ამზადებს სამუშაო ადგილს;
  • განსაზღვრავს ელექტრომასალის, მარაგნაწილების, მოწყობილობებისა და ხელსაწყოების საჭიროებას;
  • ამოწმებს ელექტრომასალის, მარაგნაწილების, მოწყობილობებისა და ხელსაწყოების ვარგისიანობას;
  • ასრულებს ელექტროსარემონტო სამუშაოებს;
  • მონაწილეობს გათვალისწინებული ელექტროსამუშაოების გამოცდა-გაზომვების წარმოებაში;
  • მონაწილეობს ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში.

უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დაცვა:

  1. იცავს ელექტროდანადგარების უსაფრთხოების ტექნიკის წესებს;
  2. იცავს ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის წესებს;
  3. იცავს ელექტროდანადგარების მოწყობის წესებს;
  4. იცავს ხანძარსაწინააღმდეგო წესებს;
  5. იცავს შრომის სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
  6. იცავს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ინსტრუქციებს.

პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა:

  • ეცნობა უახლეს ტექნოლოგიებსა და სხვა სიახლეებს;
  • იყენებს არსებულ ტერმინოლოგიასა და პრინციპებს თანამედროვე მეთოდიკის ვიზუალური დაკვირვებისათვის;
  • მონაწილეობს პროფესიულ ტრენინგებში;
  • სრულყოფილად იყენებს არსებულ ტექნოლოგიებს;
  • იზიარებს გამოცდილებას დარგის სპეციალისტებისგან.

პიროვნული თვისებები:

  1. მოწესრიგებული;
  2. ორგანიზებული;
  3. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  4. ყურადღებიანი;
  5. მობილიზებული;
  6. კომუნიკაბელური;
  7. დაკვირვებული;
  8. სხარტი;
  9. გუნდური მოთამაშე.

ხელსაწყოები, დანადგარები, მასალები

სახრახნისი, ბრტყელტუჩა, ჩაქუჩი, ინდიკატორი, მულტიმეტრი, რკინის საჭრელი ხერხი, მარწუხი, ძაბვის მაჩვენებელი, იზოლირებული შტანგელი, ბუნიკის მომჭერი წნეხი, სიხშირის მზომი, ქანჩის გასაღებების კომპლექტი, დიელექტრიკული ხელთათმანი, ბოტები, ხალიჩა, ჩაფხუტი.

მსგავსი სიახლეები

ელექტროობის შეკეთება
ელექტროობის შეკეთება

თუ თქვენ თბილისში გესაჭიროებათ საიმედო ელექტრიკოსი გამოძახებით, კომერციულ ობიექტსა თუ აგარაკზე, დაგვიკავშირდით და ჩვენ გაგიწევთ სწრაფ,

პროფესია
პროფესია

სანდო სერვისი გამოცდილი ელექტრიკოსი გამოძახებით თბილისში გთავაზობთ ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების უმაღლესი დონის, სწრაფ და ხარისხიან

Электрик по вызову
Электрик по вызову

ВЫЗВАТЬ ЭЛЕКТРИКА В ТБИЛИСИ Наш электрик по вызову работает для вас 7 дней в неделю с 9:00 до 23:00 в любом из районов Тбилиси. Основная

ელექტრიკის გამოძახება 555-45-33-66