რატომ იკრძალება სადენების გადაგრეხვა


რატომ იკრძალება სადენების გადაგრეხვა

ელექტროდანადგარების მოწყობის წესების თანახმად სადენებისა და კაბელების შეერთება უნდა განხორციელდეს შემდეგი საშუალებებიდან ერთ-ერთით: მიდუღებით, დაპრესვით, ხრახნული ან ჭანჭიკიანი შეერთების საშუალებით, ან რჩილვის (დაპაიკების) მეთოდით, დადგენილი წესით დამტკიცებული მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად. როგორც ვხედავთ, გადაგრეხვა აქ საერთოდ არ მოიხსენიება. შეიძლება თამამად გაკეთდეს დასკვნა: დაგრეხა პრაქტიკულად იკრძალება ემწ-ისგან.

თუმცაღა, მე როგორც ელექტრიკოსი გირჩევთ - მოდით გავერკვეთ, თუ რატომ არის ასე ერთმნიშვნელოვანი დაგრეხვისადმი ოფიციალური დამოკიდებულება, რაში შეიძლება იმალებოდეს სადენების შეერთების დასაშვები ხერხების სიიდან მისი გამორიცხვის მიზეზი, ის ხომ ცხადია, რომ ეს უმიზეზოდ არ მომხდარა. დაშვებულია: დაპრესვა, რჩილვა (დაპაიკება), მიდუღება და ხრახნული შეერთება. დავიწყოთ იმის განხილვით, თუ რაში მდგომარეობს შეერთებების დაშვებული ხერხების თავისებურებები და რით განსხვავდება ისინი გადაგრეხვისაგან.

რატომ ხურდება ნაგრეხი

რა ემართება ნაგრეხს? დაგრეხა არამხოლოდ საიმედო, კარგად გამტარი კონტაქტის შექმნის საშუალებას არ მოგვცემს, ის ასევე ვერ უზრუნველყოფს გამძლეობას და დანარჩენ სადენზე მეტად გახურდება მასში ოდნავ მაღალი დენის გავლისას.

ასე იმიტომ მოხდება, რომ გრეხვის ადგილას სადენები არ არის დაკავშირებული ატომურ დონეზე, ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან თავისი ზედაპირების მხოლოდ ნაწილით და სადღაც მათ შორის არსებობს საჰაერო შუალედები, რომლებშიც დროთა განმავლობაში აუცილებლად წარმოიქმნება ჟანგი.

ამასთან, ნაგრეხი მექანიკურად დროთა განმავლობაში მაინც დაიცარება (დაიშლება), რითაც უფრო მეტად გაამწვავებს გაზრდილი წინაღობის პრობლემას და დაჟანგვის პროდუქტების წარმოქმნას.

ბოლოს და ბოლოს, დასახელებული ფაქტორების ერთობლივი მოქმედების გამო, ნაგრეხში სადენების კონტაქტი იმდენად გაუარესდება, რომ ეს გამოიწვევს ნაპერწკლების წარმოქმნას და სადენების იზოლაციის აალებასაც კი.

რა თქმა უნდა, თუ საუბარია სადენების დროებით შეერთებაზე, მაგალითად, რაიმე დატვირთვის ჩართვის სქემის ტესტირებისას ან რაიმე სარემონტო ხელსაწყოს ნაწილის შემოწმებისას, მაშინ ამ შემთხვევებში თქვენ ვერავინ დაგიშლით ელემენტარული გასართი შეერთებებით - ნაგრეხებით აკურატულად სარგებლობას.

და მაინც, უნდა გვახსოვდეს ისეთი გადაწყვეტის თვალსაჩინო ნაკლოვანებების შესახებ, როგორიცაა გადაგრეხა და მისი გამოყენებისას გარდაუვალი გრძელვადიანი შედეგების შესახებაც. ამიტომ, გთხოვთ, მიმდევრობითი შეერთებები შეასრულეთ მხოლოდ ემწ-ის მიერ ნებადართული ხერხებით.

მსგავსი სიახლეები

ხშირად მოთხოვნადი ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ჩამონათვალი:
ხშირად მოთხოვნადი ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ჩამონათვალი:

სამუშაოების ჩამონათვალი: გაუმართაობის დიაგნოსტიკა აღმოფხვრა; როზეტების მონტაჟი; როზეტების გადატანა;

ელექტროობის ისტორია
ელექტროობის ისტორია

რით დაიწყო ყველაფერი გვინდოდა, რომ მოცემულ თემაში (ელექტრობის ისტორია, რით დაიწყო ყველაფერი) ჩაგვერთო მეტად მნიშვნელოვანი პერიოდები

შევიწროვებულ პირობებში როზეტებში, ამომრთველებში და სხვა ადგილებში სადენების დაგრძელების ძირითადი ხერხები
შევიწროვებულ პირობებში როზეტებში, ამომრთველებში და სხვა ადგილებში სადენების დაგრძელების ძირითადი ხერხები

ჩვენი კომპანიის გამოცდილი ოსტატი გირჩევთ! როზეტის შეცვლა მარტივი საქმეა, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდათ.

ელექტრიკის გამოძახება 555-45-33-66