თვითდამჭერი საკლემე ბლოკი WAGO


თვითდამჭერი საკლემე ბლოკი WAGO

როგორ გავარჩიოთ ყალბისგან:

არსებობს გამტარებისა და სადენების შეერთების რამდენიმე ხერხი რომლებსაც აქტიურად იყენებს ჩვენი ელექტრიკი. თითოეულ მათგანს თავისი მახასიათებელი ღირსებები და ნაკლოვანებები აქვს. ბოლო დროს სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება გამტარების საკლემე ბლოკების Wago-ს მეშვეობით შეერთების ხერხი. სადენების ამ ტიპის შეერთებას ბევრი ელექტრიკოსი ანიჭებს უპირატესობას იმ თვისების წყალობით, როგორიცაა შეერთების სიმარტივე.

აღნიშნული საკლემე ბლოკების დახმარებით ელექტროგამტარის მონტაჟის პროცესი მნიშვნელოვნად მარტივდება: გამტარების მისაერთებლად არ არის სპეციალური ინსტრუმენტის ქონა აუცილებელი, ასევე არ წარმოადგენს საჭიროებას განსაკუთრებული უნარებისა და გამოცდილების ქონა ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად.

Wago-ს საკლემე ბლოკები სხვადასხვა სერიისაა, რომელთაგანაც თითოეულს საკუთარი კონსტრუქციული თავისებურება და გამტარების პირების მოჭერის ხერხი გააჩნია. მონტაჟისას განსაკუთრებით მარტივი გამოსაყენებელია 773 სერიის Wago-ს თვითმომჭერი საკლემე ბლოკები და 2273 სერიის მეტად კომპაქტური კლემები (მომჭერები). გამტარის თვითმომჭერ კლემებზე მისაერთებლად აუცილებელია მისი გაწმენდა და საკლემე ბლოკის ხვრელში ჩასმა დაბჯენამდე. კონტაქტური შეერთება მზადაა.

რაც შეეხება საიმედოობას, თუ მყიდველების გამოხმაურებით და ცდების შედეგებით ვიმსჯელებთ, მაშინ მივხვდებით, რომ მოცემული კლემები სრულიად შეესაბამებიან მოცემულ მახასიათებლებს, სახელდობრ კი დენის წყაროს ნომინალურ დატვირთვას. მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ აღნიშნული საკლემე ბლოკებით დამონტაჟებული ელექტროსადენი მწყობრიდან გამოდის.

ძირითადი მიზეზი არის არაორიგინალი, ყალბი, საკლემე ბლოკების გამოყენება, რომლებიც ვერ უძლებენ მითითებული დატვირთვის ძაბვას და ამ მიზეზით გამოდიან მწყობრიდან. როგორ განასხვავებს ელექტრიკი კარგ თვითმომჭერ საკლემე ბლოკს ყალბისაგან?

პირველ რიგში, აუცილებელია კლემების უშუალოდ Wago-ს ოფიციალურ წარმომადგენლებთან და პარტნიორ-დისტრიბუტორებთან შეძენა. იმისათვის, რომ გაიგოთ მაღაზიის მისამართი ჩვენს ქალაქში, აუცილებელია შეხვიდეთ Wago-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ნახოთ მეწყვილე-დისტრიბუტორების სია ამა თუ იმ ქალაქში.

თუ თქვენს ქალაქში არ არიან Wago-ს პარტნიორები, მაშინ მაღალია ალბათობა იმისა, რომ იმ მაღაზიებში, რომლებიც სპეციალიზირდებიან ელექტროტექნიკური პროდუქციის გაყიდვაზე, თქვენ შეიძლება ყალბი პროდუქცია მოგყიდონ, რომელიც არ შეესაბამება ორიგინალი კლემების მახასიათებლებს. როგორ შევამოწმოთ კლემების (მომჭერების) ხარისხი ასეთ შემთხვევაში?

პირველ რიგში აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ კლემების კორპუსს. მასზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: სერია, მისაერთებელი გამტარების დასაშვები მნიშვნელობების დიაპაზონი, მისაერთებელი გამტარის იზოლაციისაგან გასუფთავების სიგრძე, ასევე Wago-ს საფირმო ლოგოტიპი. გარდა ამისა, მითითებული მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ამა თუ იმ საკლემე ბლოკის სერიისათვის მწარმოებლის მიერ გაცხადებულ მოთხოვნას.

ამიტომ კლემების შეძენამდე რეკომენდებულია მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე შესვლა და პროდუქციის კატალოგში ამა თუ იმ სერიის საჭირო საკლემე ბლოკების და მათი შესაბამისი პარამეტრებისა და ასევე ფერის შერჩევა.

ასევე ყურადღება უნდა მიექცეს კლემებში ორიგინალური პროდუქციისათვის დამახასიათებელი საზომი მოწყობილობების ელექტრული საცეცების სატესტე ხვრელების (ნახვრეტების), შესაერთებელი გამტარიდან იზოლაციის საკმარისი რაოდენობით მოსაშორებლად შესამოწმებელი ღიობების (ფანჯრების) არსებობას.

გარდა ამისა, თვითმომჭერი საკლემე ბლოკის კორპუსის ნაწილი უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა გამტარების მიერთებისას შესაძლებელი იყოს, რომ ვიზუალურად დავრწმუნდეთ შესრულებული საკონტაქტო შეერთების საიმედოობაში და სისწორეში.

თუ თვითმომჭერი საკლემე ბლოკის ტიპი ითვალისწინებს ალუმინის გამტარების მიერთებას, მაშინ აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ მასში არის სპეციალური პასტა (საცხი) Alu-Plus, რომელიც ახორციელებს დაჟანგული ფენის მოშორებას ალუმინის გამტარებიდან, ასევე ხელს უშლის მათ ხელახალ გაჩენას გარდამავალი საკონტაქტო წინაღობის ექსპლუატაციის პროცესში.

ჩვენი ელექტრიკის ზემოთხსენებული რეკომენდაციები ორიგინალური პროდუქციის არჩევასთან დაკავშირებით სუბიექტურია, ვინაიდან საკლემე ბლოკის საიმედოობაზე დასკვნების გაკეთება შეიძლება მხოლოდ მისი ექსპლუატაციის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ან შესაბამისი ელექტრული ცდების ჩატარების შემდეგ.

ზემოთთქმულის გარდა უნდა აღინიშნოს, რომ თვითმომჭერი საკლემე ბლოკების მეშვეობით შესრულებული ელექტროსადენის კონტაქტური შეერთებების საიმედოობა შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას მხოლოდ ამა თუ იმ ტიპის კლემების მიერთებებისა და ექსპლუატაციის შესახებ წესებისა და რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში. ამიტომ ძალიან ხშირად აკეთებენ არასწორ დასკვნებს კლემების არასაიმედოობის შესახებ, ფაქტიურად კი მათი დაზიანების მიზეზი მათი არასწორი შეერთება ან შესაძლო გადატვირთვისგან ელექტროსადენის მონაკვეთის არასათანადო დაცვა იყო.

მსგავსი სიახლეები

ხშირად მოთხოვნადი ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ჩამონათვალი:
ხშირად მოთხოვნადი ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ჩამონათვალი:

სამუშაოების ჩამონათვალი: გაუმართაობის დიაგნოსტიკა აღმოფხვრა; როზეტების მონტაჟი; როზეტების გადატანა;

ელექტროობის ისტორია
ელექტროობის ისტორია

რით დაიწყო ყველაფერი გვინდოდა, რომ მოცემულ თემაში (ელექტრობის ისტორია, რით დაიწყო ყველაფერი) ჩაგვერთო მეტად მნიშვნელოვანი პერიოდები

შევიწროვებულ პირობებში როზეტებში, ამომრთველებში და სხვა ადგილებში სადენების დაგრძელების ძირითადი ხერხები
შევიწროვებულ პირობებში როზეტებში, ამომრთველებში და სხვა ადგილებში სადენების დაგრძელების ძირითადი ხერხები

ჩვენი კომპანიის გამოცდილი ოსტატი გირჩევთ! როზეტის შეცვლა მარტივი საქმეა, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდათ.

ელექტრიკის გამოძახება 555-45-33-66