შეიძლება ჭაღის ჩამოკიდება მარტივადაც კი მოგეჩვენოთ მარა დაგვერწმუნეთ ამ საქმეს პატარა გამოცდილება ჭირდება. დღეს დღეობით იშვიათად გვხდება პრიმიტიული სანათები, რომლებიც შედგება პლაფონისგან მხოლოდ ერთ ნათურაზე. უფრო ხშირად მწარმოებლები გვთავაზობენ რთულ კონსტრუქციებს, განსხვავებული დიზაინებით, დახვეწილ და მდიდრულს. მაგრამ ვხვდებით პრობლემის წინაშე, რადგან ამ დიზაინერული შედევრის გამართვა შეიძლება მოგეჩვენოთ შეუძლებლათ. ხანდახან სანათები გვეჩვენება ნაწილების გროვად.
რა უნდა გივითვალისწინოთ:
ხშირად ჩამოკიდება დროში იწელება, სამწუხაროდ სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ხშირ შემთხვევებში ამ შედევრულ სანათებს ინსტრუქცია არ მოყვება. უბრალო ყუთია შიგნით შენახული დეტალებით და საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდებათ იმისათვის რომ ეს ნაწილების გროვა აქციოთ სრულყოფილად.
ვინაიდან აწყობა ბევრისთვის რთულ პროცესს წარმოადგენს, დღეს ჩვენ აგიხსნით აწყობის ძირითად პრინციპებს, რათა წარმოდგენა შეგექმნათ რა სირთულეებთან გექნებათ საქმე. მაღაზიებში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სანათების უამრავი განსხვავებული ნაირსახეობა.
გაფრთხილებთ, მიუხედავად იმის, რომ ქვემოთ მოყვანილია ინსტრუქცია და ბევრი სხვა თქვენთვის საჭირო ინფორმაცია ნუ შეეცდებით დენის წყაროსთან თვითნებურ დაერთებას.
ფრთხილად გახსენით ყუთი ისე რომ შემთხვევით არ დააზიანოთ შიგთავსი. თუმცა ძირითადათ მსხვრევადი და ფუჭებადი ნაწილები ცალკეა მოთავსებული სპეციალურ დამცავ შეფუთვებში.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ ნაწილების დაუზიანებელ მდგომარეობაში, რისი აღმოჩენის შემთხვევაშიც მიმართოთ მაღაზიას.
პირველ რიგში უნდა ავაწყოთ სანათის ღერძი, რაზეც შემდგომში იქნება დამაგრებული ყველა დანარჩენი ნაწილი.
შემდეგ საჭიროა ავაწყოთ ზედა ნაწილი, რითაც ის უშუალოდ მაგრდება ჭერზე. ეს ნაწილი შეიძლება იყოს ორი სახის, ძველებური კაუჭიანი ან უფრო თანამედროვე დაგანსხვავებული კონსტრუქციის ბრტყელი სამაგრი.
კომპლექტაციაში არსებული ჭიქის ფორმის ნაწილი იმისთვისაა განკუთვნილი, რომ დამალოს სანათის ფიქსაციის წერტილი ჭერთან.
ეს პატრონები მაგრდება ძირითად ღერძთან ქანჩის და კონტრ საყელურის მეშვეობით, დაუკვირვებლობის გამო რომ არ დააზიანოთ ამ მომენტში საჭიროა სიფრთხილე და გამოცდილება. რადგან ქანჩების გადაჭერისას გადამეტებული ძალისხმევის გამო შესაძლებელია დავაზიანოთ ხრახნი, თუმცა მისი არასაკმარისი გამოყენების შემთხვევაში პატრონები იქნება მორყეული. ყველა პატრონის დამაგრების შემდეგ საჭიროა დავრწმუნდეთ მათ ერთმანეთთან სიმეტრიულობაში.
ეს არის საკმაოდ საპასუხისმგებლო მომენტი, რადგან შემცდომის შემთხვევაში ყველაზე მარტივ პრობლემად მივიღებთ იმას რომ ერთ-ერთი ნათურა უბრალოდ არ აინთება. თუმცა ცუდ ვარიანტში შესაძლოა ისეთ დონეზე დაზიანდეს სანათის სადენები რომ მოგიწიოთ მისი სრული რესტავრირება.
როგორც მისი ინსტალაცია არ ხდება მხოლოდ ერთი ხერხით ასევე მისი დენის წყაროსთან დაერთებაც არსებობს ორი სახის სქემით, ერთ ან ორ ეტაპიან ჩამრთველზე განკუთვნილი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამწვერიანი სადენის შემთხვევაში მაინც უმჯობესია აიწყოს ორ ეტაპიან ჩამრთველზე. იმის მიუხედავათ რომ ერთიანი ჩამრთველი გიყენიათ, რადგან რაიმე მიზეზის გამო შემგომში ორ ეტაპიან ჩამრთველზე გადაკეთება დაგიჯდებათ უფრო დიდ შრომად. თუმცა დაერთება ორ ეტაპად გაყოფილი სქემით ერთ ეტაპიან სისტემაში არ წარმოადგენს არანაირ სირთულეს.
სანათის ერთ ან ორ ნათურიანი სადენების დაერთება არის საკმაოდ მარტივი. აქ იქნება სადენების მხოლოდ ორი ჭგუფი - ფაზების და ნოლების.
სამ და მეტ ნათურიან სანათებში სასურველია გამოვიყენოთ ორ ეტაპიან სისტემაზე გათვლილი წყობა. რის შედეგადაც საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ სადენების დაერთების სამ ჯგუფს - პირველი იქნება ნოლები, მეორე და მესამე ერთმანეთისგან განცალკევებული ფაზების ჯგუფები. სადენის ფერები არის განსხვავებული, ძირითადად ლურჯია და ყავისფერი. ეს კეთდება იმისათვის რომ არ მოხდეს შემთხვევით მათი არევა. თუმცა აღსანიშნავია ერთი მომენტი, ხშირად გხვდება რომ წარმოებელი აყოლებს კომპლექტაციაში ძირითადი კვების მხოლოდ ორ წვერიან სადენს. რის გამოც შეუძლებელი ხდება სანათების ორ ნაწილად გაყოფა. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება სამ წვერიანი სპეციალიზირებული სადენის ცალკე შეძენა.
თითო პატრონიდან გამოდის ორ ორი წვერი, ლურჯი და ყავისფერი (შემდგომში შესაბამისად ლურჯი - ნოლი, ყავისფერი - ფაზა). მარტივი ერთ ეტაპიანი დაერთების შემთხვევაში ყველა ნოლი უნდა შევკრათ ერთად ძირითადი მკვებავი სადენის ერთ-ერთ წვერთად და ფაზები მეორესთან. ხშირად როდესაც ჩვენ გვაქვს საქმე ორ წვერა ძირითად სადენთან, მისი სადენები არის ერთი და იგივე ფერის. თუმცა როდესაც სადენი სამწვერიანია მისი სადენები განსხვავდება ფერებში. ორეტაპიანი სისტემის შემთხვევაში ყველა ნოლები ერთად ძირითადი კვების სადენის ლურჯ სადენთან. ნათურების ფაზების ნაწილი ძირითადი კვების სადენის ყავისფერ სადენთან. დარჩენილი ნათურების ფაზები ძირითადი კვების სადენის მესამე სადენთან (მესამე სადენის ფერი ხშირად არის წარმოდგენი ყვითელ-მწვანე ფერებში, თუმცა შესაძლებელია იყოს სხვა ფერისაც და ეს არ არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში).
ნახსენები წესები მკაცრად უნდა დაიცვათ და ძალიან დაკვირვებით უნდა მოხდეს სადენების დაერთება ვინაიდან დაუდევრობით დაზიანებულის გამოსწორება შეიძლება მცოდნე ადამიანის ჩართვის გარეშე ვეღარ შეძლოთ.
ამის შემდეგ აწყობის პროცესი შესაძლებელია ჩაითვალოს დასრულებულად, გვრჩება მხოლოდ ჭაღის ფიქსაცია ჭერზე თან მოყოლილი სამაგრების მეშვეობით და სადენების სწორად დაერთება ჭერზე განთავსებულ მკვებავ სადენებთან. იმისათვის რომ განვახორციელოთ სწორი დაერთება ერთეაპიან სისტემაში ( როდესაც ჭერიდან ჩამოდის მხოლოდ ორი წვერი) ჩვენ არ გვესაჭიროება არანაირი შემოწმების პროფესიონალური ხელსაწყო. თუმცა ორ ეტაპიან სისტემაში (როდესაც ჭერიდან ჩამოდის სამი წვერი), უკვე დაგვჭირდება მულტიმეტრი ან ინდიკატორი მაინც. იმისათვის რომ გავერკვეთ რომელია მოცემული სადენებიდან ნოლი და რომელი ფაზა. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია განვახორციელოთ საბოლოო დაერთება.
ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპების გავლის შემდეგ ხდება მისიჭერზე დაფიქსირება, აქსესუარების და პლაფონების ფიქსაცია სასურველია მოხდეს საბოლოო ეტაპზე. ეს კეთდება იმისათვის რომ უფრო გავამარტივოთ დაკიდების პროცესი და თავიდან ავირიდოთ აქსესუარების დაზიანების მაღალი ალბათობა.
ზემოთ მოყვანილი სტატიის მიუხედავად, ჩვენ არ გირჩევთ სანათზე თვითნებურ ჩარევას, გამოიძახეთ ელექტრიკოსი და ამით გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას.
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით - დაგვიკავშირდით და ჩვენი პროფესიონალი მოაგვარებს ნებისმიერ დაზიანებას.
სამუშაოების ჩამონათვალი: გაუმართაობის დიაგნოსტიკა აღმოფხვრა; როზეტების მონტაჟი; როზეტების გადატანა;
რით დაიწყო ყველაფერი გვინდოდა, რომ მოცემულ თემაში (ელექტრობის ისტორია, რით დაიწყო ყველაფერი) ჩაგვერთო მეტად მნიშვნელოვანი პერიოდები
ჩვენი კომპანიის გამოცდილი ოსტატი გირჩევთ! როზეტის შეცვლა მარტივი საქმეა, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდათ.