ტელევიზორის საკიდი

შეარჩიეთ ტელევიზორის საკიდი და შემდეგ დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე: 593-93-45-45 გაფრთხილება! საკიდები მისამართზე მოგვაქვს მხოლოდ ჩვენივე მონტაჟის დროს, ცალკე გაყიდვაში არაა.


როგორ დავკიდოთ ტელევიზორი კედელზე და რჩევები სწორად გათვლილი მონტაჟისთვის:


დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა კინოსკოპური ტელევიზორების მონტაჟი, რომლებსაც ესაჭიროება ტუმბო და ბევრი თავისუფალი ადგილი. რაც ტელევიზორის საკიდი გამოჩნდა ბაზარზე თანამედროვე თხელ ეკრანიანი ტელევიზორები გაცილებით უკეთესად გამოიყურებიან კედელზე ჩამოკიდებულ მდგომარეობაში, სადაც ისინი იკავებენ ნაკლებ სივრცეს და მათი ყურებაც უფრო კომფორტულია. მონტაჟის პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ კედლის გახვრეტით. იქამდე სანამ ტელევიზორს კედელზე დაკიდებთ უნდა განისაზღვროს ოპტიმალური ადგილი, სიმაღლე და ტელევიზორის საკიდი კრონშტეინი.

საკიდი

საკიდი

ფასი: 120 ლარი

მოდელი: C4-2

ტიპი: მოძრავი

მაქს.დატვირთვა: 40 კგ

მასალა: მეტალი

ტელევიზორის საკიდი

ტელევიზორის საკიდი

ფასი: 100 ლარი

მოდელი: C4-1

ტიპი: მოძრავი რეგულირებადი

მაქს.დატვირთვა: 40 კგ

მასალა: მეტალი

ტელევიზორის სამაგრი

ტელევიზორის სამაგრი

ფასი: 80 ლარი

მოდელი: C3-1

ტიპი: მოძრავი რეგულირებადი

მაქს.დატვირთვა: 40 კგ

მასალა: ფოლადი

საკიდი კრონშტეინი

საკიდი კრონშტეინი

ფასი: 50 ლარი

მოდელი: C2-1

ტიპი: ნახევრადმოძრავი რეგულირებადი

მაქს.დატვირთვა: 40 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის საკიდი TSF-005

ტელევიზორის საკიდი TSF-005

ფასი: 60 ლარი

მოდელი: TSF-005

ტიპი: ფიქსირებული

მაქს.დატვირთვა: 40 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის სამაგრი

ტელევიზორის სამაგრი

ფასი: 50 ლარი

მოდელი: B4-3

ტიპი: მოძრავი რეგულირებადი

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: მეტალი

საკიდი

საკიდი

ფასი: 80 ლარი

მოდელი: B4-2

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: ფოლადი

კედლის საკიდი

კედლის საკიდი

ფასი: 50 ლარი

მოდელი: B4-1

ტიპი: მოძრავი რეგულირებადი

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: მეტალი

ტელევიზორის კედელზე დასამაგრებელი

ტელევიზორის კედელზე დასამაგრებელი

ფასი: 45 ლარი

მოდელი: B3-1

ტიპი: მოძრავი

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: მეტალი

საკიდი

საკიდი

ფასი: 50 ლარი

მოდელი: B2-1

ტიპი: ნახევრადმოძრავი

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: ფოლადი

საკიდი

საკიდი

ფასი: 40 ლარი

მოდელი: A4-4

ტიპი: მოძრავი რეგულირებადი

მაქს.დატვირთვა: 20 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის საკიდი TSF-002

ტელევიზორის საკიდი TSF-002

ფასი: 30 ლარი

მოდელი: TSF-002

ტიპი: ფიქსირებული

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: ფოლადი

საკიდი

საკიდი

ფასი: 45 ლარი

მოდელი: A4-3

ტიპი: კედლის მოძრავი რეგულირებადი

მაქს.დატვირთვა: 20 კგ

მასალა: ფოლადი

საკიდი

საკიდი

ფასი: 40 ლარი

მოდელი: A4-2

ტიპი: მოძრავი

მაქს.დატვირთვა: 20 კგ

მასალა: მეტალი

საკიდი კრონშტეინი

საკიდი კრონშტეინი

ფასი: 40 ლარი ლარი

მოდელი: A4-1

ტიპი: მოძრავი რეგულირებადი

მაქს.დატვირთვა: 20 კგ

მასალა: მეტალი

ტელევიზორის კრონშტეინი

ტელევიზორის კრონშტეინი

ფასი: 30 ლარი

მოდელი: A2-1

ტიპი: ნახევრადმოძრავი რეგულირებადი

მაქს.დატვირთვა: 20 კგ

მასალა: მეტალი

შუშის თარო მოდელი E1

შუშის თარო მოდელი E1

ფასი: 20 ლარი

მოდელი: E1

ტიპი: კედელზე დასამაგრებელი (ჰორიზონტალური)

მაქს.დატვირთვა: 2 კგ

მასალა: ფოლადი და შუშა

ტელევიზორის საკიდი TSF-001

ტელევიზორის საკიდი TSF-001

ფასი: 20 ლარი

მოდელი: TSF-001

ტიპი: ფიქსირებული

მაქს.დატვირთვა: 20 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის საკიდი A2

ტელევიზორის საკიდი A2

ფასი: 40 ლარი

მოდელი: A2

ტიპი: ნახევრადმოძრავი

მაქს.დატვირთვა: 20 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის საკიდი A3

ტელევიზორის საკიდი A3

ფასი: 50 ლარი

მოდელი: A3

ტიპი: მოძრავი ერთ მკლავიანი

მაქს.დატვირთვა: 20 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის საკიდი მოდელი A4

ტელევიზორის საკიდი მოდელი A4

ფასი: 35 ლარი

მოდელი: A4

ტიპი: მოძრავი ორ მკლავიანი

მაქს.დატვირთვა: 20 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის საკიდი TSF-003

ტელევიზორის საკიდი TSF-003

ფასი: 40 ლარი

მოდელი: TSF-003

ტიპი: ფიქსირებული

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის საკიდი მოდელი B2

ტელევიზორის საკიდი მოდელი B2

ფასი: 35 ლარი

მოდელი: B2

ტიპი: ნახევრადმოძრავი

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის საკიდი მოდელი B3

ტელევიზორის საკიდი მოდელი B3

ფასი: 40 ლარი

მოდელი: B3

ტიპი: მოძრავი ერთ მკლავიანი

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: ფოლადი

1 2

პოპულარული ტელევიზორის საკიდები

ტელევიზორის საკიდი მოდელი C4

ტელევიზორის საკიდი მოდელი C4

ფასი: 70 ლარი

მოდელი: C4

ტიპი: მოძრავი სამ მკლავიანი

მაქს.დატვირთვა: 40 კგ

მასალა: ფოლადი

შუშის თარო მოდელი E1

შუშის თარო მოდელი E1

ფასი: 20 ლარი

მოდელი: E1

ტიპი: კედელზე დასამაგრებელი (ჰორიზონტალური)

მაქს.დატვირთვა: 2 კგ

მასალა: ფოლადი და შუშა

ტელევიზორის საკიდი TSF-001

ტელევიზორის საკიდი TSF-001

ფასი: 20 ლარი

მოდელი: TSF-001

ტიპი: ფიქსირებული

მაქს.დატვირთვა: 20 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის სამაგრი

ტელევიზორის სამაგრი

ფასი: 50 ლარი

მოდელი: B4-3

ტიპი: მოძრავი რეგულირებადი

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: მეტალი

ტელევიზორის საკიდი A2

ტელევიზორის საკიდი A2

ფასი: 40 ლარი

მოდელი: A2

ტიპი: ნახევრადმოძრავი

მაქს.დატვირთვა: 20 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის საკიდი TSF-002

ტელევიზორის საკიდი TSF-002

ფასი: 30 ლარი

მოდელი: TSF-002

ტიპი: ფიქსირებული

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: ფოლადი

საუკეთესო ტელევიზორის საკიდები

ტელევიზორის საკიდი მოდელი C3

ტელევიზორის საკიდი მოდელი C3

ფასი: 60 ლარი

მოდელი: C3

ტიპი: მოძრავი ორ მკლავიანი

მაქს.დატვირთვა: 40 კგ

მასალა: ფოლადი

კედლის საკიდი

კედლის საკიდი

ფასი: 50 ლარი

მოდელი: B4-1

ტიპი: მოძრავი რეგულირებადი

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: მეტალი

ტელევიზორის საკიდი მოდელი D2

ტელევიზორის საკიდი მოდელი D2

ფასი: 120 ლარი

მოდელი: D2

ტიპი: ჭერზე დასაკიდი ჩამოსაშვები (ვერტიკალური)

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: ფოლადი

საკიდი კრონშტეინი

საკიდი კრონშტეინი

ფასი: 50 ლარი

მოდელი: C2-1

ტიპი: ნახევრადმოძრავი რეგულირებადი

მაქს.დატვირთვა: 40 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის საკიდი მოდელი B4

ტელევიზორის საკიდი მოდელი B4

ფასი: 45 ლარი

მოდელი: B4

ტიპი: მოძრავი ორ მკლავიანი

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის საკიდი TSF-002

ტელევიზორის საკიდი TSF-002

ფასი: 30 ლარი

მოდელი: TSF-002

ტიპი: ფიქსირებული

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: ფოლადი

კედელზე დამონტაჟებული ტელევიზორის ძირითადი უპირატესობები და უარყობითი მხარეები:

იქამდე სანამ ტელევიზორს კედელზე დავამაგრებთ უნდა გავითვალისწინოთ რომ ასეთ მონტაჟს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ ტელევიზორის ზომაზე, არამედ იმ ოთახის ფართობზეც, სადაც იგეგმება ტელევიზორის ჩამოკიდება, ასევე პატარა ბავშვების და შინაური ცხოველების გავლენაზეც.

კედელზე ჩამოკიდებული ტელევიზორი გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით:

  • კომფორტულია გამოყენებისას იმიტომ რომ ის შეგიძლიათ ჩამოკიდოთ ნებისმიერ სიმაღლეზე და არ საჭიროებს დამატებით სადგამს.
  • არ გიწევთ დამატებითი ავეჯის ყიდვა და ათავისუფლებს ადგილს.
  • უსაფრთხოა გამოყენებისას.
  • ძალიან ლამაზად ჯდება თანამედროვე დიზაინში.

გაფრთხილებთ! როდესაც ტელევიზორის დაკიდებას გადაწყვეტთ თაბაშირ-მუყაოს კედელზე გაითვალისწინეთ, რომ ტელევიზორის და საკიდის წონა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 15 კილოგრამს.

ტელევიზორის კედელზე მონტაჟის ძირითად უარყოფით ფაქტად სახელდება როზეტების განლაგება. შერჩეული წერტილიდან დაშორებით მდგარი როზეტი იწვევს დისკომფორტს და საჭიროებს დამატებით ხარჯებს, რათა მოხდეს მისი გადმოტანა კომფორტულ და სასურველ ადგილზე.

ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად ელექტრიკი ვალდებულია თქვენთან წინასწარი შეთანხმებით მოახდინოს როზეტების განლაგების დაგეგმარება. როზეტის არასწორი ადგილმდებარეობის გამო ხშირ შემთხვევებში საჭირო ხდება გამაგრძელებლის გამოყენება, რაც აუშნოებს ვიზუალს.

სათამაშო კონსოლის, Wi-Fi მიმღების ან სხვა მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში საჭირო ხდება დამატებითი თაროს მონტაჟი.

ტელევიზორის სხვა ადგილზე გადატანის დროს კედელზე რჩება გახვრეტილი სივრცეები. ესეთი წერტილების დასამალად გვიწევს დეკორის ელემენტების ჩამოკიდება ან კოსმეტიკური რემონტი.

რა სიმაღლეზე უნდა დავკიდოთ ტელევიზორი ოთახის ტიპიდან დამომდინარე

ტელევიზორის სწორად ჩამოკიდებისთვის ჯერ უნდა შევარჩიოთ მონტაჟის ადგილი, შევარჩიოთ სიმაღლე და შევაფასოთ კედლის შესაძლებლობა. სწორი სიმაღლის შერჩევა მხოლოდ კომფორტული ყურებისთვის და გამოყენებისთვის არ ხდება, იგი უსაფრთხოა ჩვენი ჯამრთელობისთვისაც. რაც უფრო წარმატებითაა შერჩეული ადგილი მით უფრო დიდ სიამოვნებას მივიღებთ ყურებისას.

განთავსების ადგილის შერჩევა პირველ რიგში დამოკიდებულია იმ ოთახის განსაკუთრებულობაზე სადაც დაგეგმილია მოწყობილობის გამოყენება.

მისაღები ოთახი

მაგალითად, მისაღებ ოთახში ტელევიზორის მოხერხებულ ადგილზე ჩამოსაკიდებლად თავიდანვე ვიცოდეთ სად იქნება დასასვენებელი ზონა დივნით და სავარძლებით, იმიტომ რომ ტელევიზორი უნდა განთავსდეს პირდაპირ ამ ზონის მოპირდაპირედ.

მისაღებ ოთახში მონტაჟის დროს ყურადღება ექცევა ტელევიზორის ქვემოთ დადგმული ავეჯის სიმაღლესაც, ტელევიზორის ცენტრი უნდა გაუსწორდეს თვალების დონეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება დამჯდარ მდგომარეობაში ეკრანის ყურება კომფორტული.

მნიშვნელოვანია: რასაკვირველია არ გამოვა ისეთი სიმაღლის შერჩევა რომელიც ყველა ადამიანისთვის კომფორტული იქნება, გამომდინარე იქიდან რომ ადამიანებს სხვადასხვა სიმაღლე გააჩნიათ, ეს ვარირებს იატაკის დონიდან ტელევიზორის ცენტრამდე 100-დან 140 სმ.

როგორ დავკიდოთ სწორად ტელევიზორი კედელზე: მონტაჟის სიმაღლე სამზარეულოში და საძინებელში თუ ტელევიზორის საძინებელში დაყენებაზე ვსაუბრობთ, აქ უპირატესობა განსხვავებული იქნება, ვინაიდან ოთახში ყურება ხორციეელდება არა საწოლზე მჯდარ, არამედ ძირითადად მწოლიარე მდგომარეობაში. როგორ დავკიდოთ სწორად ტელევიზორი საძინებლის კედელზე? იატაკიდან სიმაღლე, რომელიც იდეალური იქნება კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება განისაზღვროს ექსპერიმენტით:
- პირველი მეთოდი.დაწექით საწოლზე და შეეცადეთ აირჩიოთ ყურების თქვენთვის კომფორტული პოზიცია, იწექით ცოტა ხანი. როგორც წესი, თვალები კონცენტრირებული იქნება გარკვეულ წერტილზე, სადაც შემდეგ დამაგრდება მოწყობილობა.

- მეორე მეთოდი.იმპროვიზირებული ეკრანი (ეს შეიძლება იყოს დიდი პლაკატი ან ნახატი) მაგრდება ყველაზე შესაფერის ადგილას, შემდეგ კი თავსდებიან საწოლზე, რათა განსაზღვრონ მოხერხებულად არის თუ არა დაკიდული. აუცილებელია ნახატის გადაადგილება იმდენჯერ, სანამ არ იქნება მიღწეული იდეალური სიმაღლე.

როგორც წესი, თხევადკრისტალური მონიტორი საძინებელში, მონტაჟდება შედარებით მაღლა, ვიდრე მისაღებში. მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ექიმის გაფრთხილება, რომელიც რეკომენდაციას არ უწევენ ტელევიზორის მწოლიარე მდგომარეობაში ხანგრძლივ ყურებას. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ არსებობს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების განვითარების რისკი.

თუ საუბარია სამზარეულოზე, მაშინ ამ ოთახში ტელევიზორის ყურება ხშირად ეპიზოდური ხასიათისაა. მოწყობილობა ძირითადად გამოიყენება არა საყურებლად, არამედ სასმენად. ამიტომ, მონტაჟის სიმაღლე, პირველ რიგში, განისაზღვრება უსაფრთხოების და სამზარეულოში თავისუფალი ადგილის/ფართის გათვალისწინებით.

ზოგადად, მონტაჟის სპეციალისტები გვირჩევენ სამზარეულოებში, სადაც ხშირად არიან მცირეწლოვანი ბავშვები ან დიდი რაოდენობის ხალხი, ტელევიზორი დამონტაჟდეს მაქსიმალურ სიმაღლეზე - 2მ. ან მეტი. ზოგჯერ ამ მიზნით გამოიყენება ჭერის სამაგრები/კრონშტეინები, რაც ტელევიზორის იატაკიდან მაქსიმალურად აწევის საშუალებას იძლევა. ტელევიზორის ასეთი მონტაჟი დაიცავს მოწყობილობას შემთხვევით გადაბრუნებისგან/გადავარდნისგან.

მნიშვნელოვანია! სანამ ტელევიზორს სამზარეულოში კედელზე დაკიდებთ, წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ გამათბობელი მოწყობილობების ადგილმდებარეობა, იმის გათვალისწინებით, რომ ეკრანი მაქსიმალურად შორს მდებარეობდეს გაზქურისგან/გამათბობლისგან.

როგორ დავკიდოთ ტელევიზორი კედელზე: განთავსების ოპტიმალური დისტანცია, წესები და რეკომენდაციები სიმაღლის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია ეკრანამდე სწორი დისტანციის არჩევა, რადგან ამაზე დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ მხედველობის ორგანოების დატვირთვა, არამედ ეკრანთან გატარებული დროის რაოდენობა, თვალის დაღლილობის პროვოცირების გარეშე. ოფთალმოლოგები აღნიშნავენ, რომ ეკრანამდე ოპტიმალური მანძილი უდრის დისპლეის სამი ან ოთხი დიაგონალის ჯამს. არ არის სასურველი ტელევიზორის მონტაჟი დაგეგმოთ სხვა ავეჯთან ახლოს, რათა არ დაირღვეს სურათის გეომეტრია, რადგან თვალები უფრო სწრაფად დაიღლება და სურათი შეიძლება ბუნდოვანი გახდეს.

ეკრანის განთავსებასან დაკავშირებით რეკომენდაციები ეკრანის დიაგონალთან მიმართებაში შემდეგია:

  • ტელევიზორი დიაგონალით 32 დიუმი უნდა დაიკიდოს თვალიდან 2,5მეტრის დაშორებით;
  • 40 - არანაკლებ სამი მეტრისა;
  • სახლის კინოთეატრი 55 დიუმზე მეტი ეკრანით უნდა განთავსდეს არანაკლებ 4 მეტრის დაშორებით.

სხვა წესები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას, სანამ ტელევიზორს დამონტაჟდება კედელზე:

  1. არ შეიძლება მოწყობილობის მონტაჟი დახურულ სივრცეში, რადგან არასაკმარისი ვენტილაციის შემთხვევაში იგი მუდმივად გადახურდება, რაც გამოიწვევს მის მწყობრიდან სწრაფ გამოსვლას.
  2. არ შეიძლება ეკრანის გამათბობელ საგნებთან ახლოს განთავსება, რომელსაც განეკუთვნება გაზქურის ზედაპირები, ხელოვნური და ნამდვილი ბუხრები, გამათბობლები.
  3. სანამ კედელზე დაკიდებდეთ ტელევიზორს, დარწმუნდით, რომ იგი საკმაოდ მყარია და ტელევიზორის კედლის სამაგრი არჩეულია სწორად.

არ არის რეკომენდებული ეკრანის განთავსება ფანჯრის ღიობის მოპირდაპირედ, ვინაიდან დღის სინათლე ხელს უწყობს ეკრანზე ანარეკლის გაჩენას, რომელიც ხელს შეუშლის კომფორულ ყურებას. თუ არ არის ალტერნატიული ადგილის არჩევის შესაძლებლობა, რეკომენდებულია ფანჯრებზე სქელი ფარდების ან გაუმჭვირვალე როლეტების დაკიდება, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ჩამოეშვება.

სასარგებლო რჩევა! ეკრანის ზომის არჩევა აუცილებელია ოთახის ფართიდან გამომდინარე. არ უნდა ეცადოთ მაქსიმალური ზომის ტელევიზორის ყიდვას, ვინაიდან დიდხანს დიდი ეკრანის ყურება პატარა ოთახში არ გამოვა, რადგან თვალები დაიღლება.

კრონშტეინები ტელევიზორის კედელზე მონტაჟისთვის: სახეები, უპირტესობა და ნაკლი კედელზე ტელევიზორი სამსუნგი-ს, როგორც პლაზმის სხვა მოდელების, დაკიდება შესაძლებელია სპეციალური კრონშტეინების მეშვეობით, რომლებიც გამოიყენება სამაგრის სახით. ფიქსაციის სახეების და ხერხების მიხედვით გამოიყოფა კრონშტეინების შემდეგი სახეები:

  • ფიქსირებული;
  • დახრილი;
  • გამოსაწევი;
  • ჭერის;
  • დახრილი-მბრუნავი.

მთავარი, რაც განასხვავებს ტელევიზორის კედლის სამაგრების სხვადასხვა სახეებს - კედელზე კონსტრუქციის მდებარეობის რეგულირების შესაძლებლობაა. ფიქსირებული ტელევიზორის კრონშტეინი განეკუთვნება ყველაზე უბრალო ვარიანტებს, რომელიც ტელევიზორის მხოლოდ ვერტიკალურ სიბრტყეში განთავსების შესაძლებლობას იძლევა. ამ სახის სამაგრის გამოყენების ნეგატიურ მხარეებს განეკუთვნება ეკრანის მდებარეობის დარეგულირების შესაძლებლობის შეუძლებლობაა მოძრავი ელემენტების არ ქონის გამო. ამ უარყოფითი მომენტიდან გამომდინარეობს მისი მთავარი ღირსება - დამაგრების მაღალი საიმედოობა. კიდევ ერთი უპირატესობა - ნაკეთობის დაბალი ღირებულება.

კრონშტეინების სხვა სახეობების აღწერა და მახასიათებლები:

  1. დახრილი. კედელზე ტელევიზორის დაკიდებისას (ამ სახის კრონშტეინზე), შესაძლებელი იქნება ეკრანის დახრის კუთხის ცვლილება, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მაღალი განთავსების შემთხვევაში. ასევე დახრის დახმარებით შესაძლებელია მოწყობილობამდე დისტანციის შემცირება. გამოყენების მინუსი - ჰორიზონტალური რეგულირების შესაძლებლობის არქონა.
  2. დახრილი-მბრუნავი. ამ სახის სამაგრის მონტაჟისას შესაძლებელი იქნება თხევადკრისტალური მონიტორის მდებარეობის რეგულირება როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ სიბრტყეში. განსაკუთრებით მოსახერხებელია ამ კრონშტეინების გამოყენება დიდ ოთახში. მომხმარებლები აღნიშნავენ კონსტრუქციის დიდ ზომას და საკმაოდ მაღალ ღირებულებას.
  3. გამოსაწევი. განეკუთვნება ტელევიზორის სამაგრების მრავალფუნქციურ ტიპს, ამიტომ მისი მეშვეობით შესაძლებელია არა მხოლოდ ეკრანის დახრის ცვლილება ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად, არამედ მონიტორის კედლის ზედაპირთან მიმართებაში მდებარეობის ცვლილება. კონსტრუქცია საკმაოდ დიდია და არ არის რეკომენდებული მცირე ფათობის ოთახში მონტაჟისთვის.
  4. ჭერის. იდელაური გადაწყვეტილებაა მაღალჭერიანი ოთახისთვის ან სამზარეულოსთვის. ჭერის ტიპის კრონშტეინის გამოყენებისას შესაძლებელია ეკრანის 360 გრადუსით ცვლილება, ხოლო ვერტიკალურად დახრის კუთხე იცვლება 90-მდე. უმეტეს შემთხვევაში ეს ტელევიზორის საკიდები გამოიყენება უბრალო სამზარეულო-სტუდიებში, რომელიც კომბინირებულია მისაღებ ოთახთან, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - კაფეებში ან ბარებში.

როგორ ავარჩიოთ სამაგრი და როგორ დავკიდოთ ტელევიზორი კედელზე კრონშტეინის გარეშე

კრონშტეინის არჩევა მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელზეც დამოკიდებული იქნება მომავალი კონსტრუქციის საიმედოობა. ამიტომ, ტელევიზორის საკიდის შეძენამდე უნდა დაინტერესდეთ საგარანტიო ქვითრის არსებობით, ასევე შეისწავლოთ პროდუქტის მახასიათებლები და განსაკუთრებული თვისებები. აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ტელევიზორის სამაგრი იყოს გათვლილი ტელევიზორის წონის მარაგით დაჭერაზე, კარგია, როდესაც გამძლეობის ზღვარი 5-10 კილოგრამით მეტია თვითონ სამაგრის ტელევიზორთან ერთად წონაზე:

  1. კომპლექტაცია. აუცილებელია მონტაჟისთვის საჭირო ინსტრუმენტების შემოწმება, რათა არ აღმოჩნდეს მათი დანაკლისი უკვე მონტაჟის პროცესში.
  2. დამაგრების ტიპი. ფართოფორმატიანი ეკრანის მონტაჟისთვის რეკომენდებულია მბრუნავი კრონშრეინის არჩევა, რომელიც ძვირი ღირს, მაგრამ ამარტივებს რეგულირებას.
  3. დამატებითი ელემენტები. კრონშტეინის ზოგიერთი სახეობას კომპლექტში აქვს ყუთი, რომელიც გამოიყენება კაბელების და სადენების დეკორირებისათვის, რაც დაგვეხმარება ინტერიერის გარეგნული სახის შენარჩუნებაში. სასურველია ასევე დამატებითი თაროებით და აქსესუარების სამაგრებით ვარიანტების შეძენა.
  4. მასალა და დამზადების ხარისხი. ნაკეთობას არ უნდა ჰქონდეს ნახეთქი, ბზარები ან სიცარიელე, ასევე აუცილებელია, რომ იგი დამზადებულ იყოს მაღალი ხარისხის ლითონისგან, რომელიც გაუძლებს დიდ დატვირთვას.
  5. დისტანციური მართვის არსებობა. კრონშტეინების ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია დისტანციური მართვის პულტით, რომელიც მოწყობილობის პოზიცის / მდებარეობის რეგულირების საშუალებას იძლევა. დივანიდან ადგომის გარეშე შესაძლებელი იქნება დახრის კუთხის გასწორება და ეკრანის ბრუნვის შეცვლა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფანჯრის მოპირდაპირე ტელევიზორის დაყენებისას.

სასარგებლო რჩევა!

ტელევიზორის დახრის კუთხე ოპტიმალურად ითვლება 15 დან +15 გრადუსამდე.

კრონშტეინის გამოყენების გარდა,ბევრი ბრტყელი ტელევიზორი 42 დიუმზე მეტი დიაგონალით, გათვლილია სპეციალური სამაგრების გამოყენების გარეშე დასამაგრებლად. მწარმოებლებმა წინასწარ გაითვალისწინეს მოწყობილობის დამატებითი ნაწილების გამოყენების გარეშე მონტაჟის შესაძლებლობა.

ეკრანის ჩამოსაკიდად, კორპუსის უკანა მხარეს არის სპეციალური ღარები (ყურები), რომლებიც კილოებს ჰგავს. ზუსტადი ისინი გამოიყენება იმისათვის, რომ პლაზმა ჩამოეცვას კედელში ჩამაგრებული სამაგრების ელემენტებს. ამ შემთხვევაში ტელევიზორის მონტაჟის პროცესი არ განსხვავდება სურათის ან ჩარჩოში ჩასმული ფოტოს კედელზე ფიქსირების პროცესისგან. აქ მიშვნელოვანია სამაგრის სწორად არჩევა, რომელიც შეძლებს ტელევიზორის წონის დაჭერას, ასევე კედლის შესაძლებლობების წინასწარი შეფასება. ასევე ღარების მეშვეობით შესაძლებელია ვცადოთ ტელევიზორის სახლის პირობებში დამზადებულ კრონშტეინზე დამაგრება,

როგორ დავკიდოთ ტელევიზორი თაბაშირ-მუყაოს და სხვა ტიპის მასალის კედელზე

ბევრი საწინააღმდეგო მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიკიდოს ტელევიზორი ცარიელ თაბაშირ-მუყაოს კედელზე. ზოგიერთი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ეკრანის ასეთ კედელზე სწორად დამაგრებისთვის საკმარისია სპეციალური დუბელის, ე.წ. "პეპელა"-ს გამოყენება. სხვები ამბობენ, რომ მონტაჟის ეს ვარიანტი მხოლოდ 10-15 კგ-მდე ეკრანის დასაყენებლად არის შესაფერისი, რადგან თაბაშირ-მუყაოს კედელზე ტელევიზორის ჩამოკიდების შემთხვევაში, რომლის წონაც აღემატება მითითებულ სიდიდეს, მზად უნდა იყოთ კედლის დაზიანების/დანგრევის რისკისთვის. უმეტესი რეკომენდაციებიდან გამომდინარე რათა უსაფრთხოდ დამაგრდეს მოწყობილობა თაბაშირ-მუყაოს კედელზე, უნდა აირჩიოთ ასეთი სიგრძის დუბელები, რაც საკმარისია არა ფილაზე, არამედ უშუალოდ კედლის ლითონის პროფილზე დასამაგრებლად. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ტელევიზორის თაბაშირ-მუყაოს კედელზე დამაგრება როგორც სარჭი-ხრახნის, ასევე ნებისმიერი სხვა ანკერის მეშვეობით. სარჭის სწორი სიგრძის განსაზღვრისათვის უნდა გაითვალისწინოთ თაბაშირ-მუყაოს ფილის სისქე, მანძილი კედლამდე, ასევე აუცილებელი სიღრმე, რომელზეც ანკერი უნდა შევიდეს კედლში.

სასარგებლო რჩევა! რაც ღრმად იქნება ჩახრახნილი ანკერი, მიუხედავად სამშენებლო მასალების ტიპისა, რომლისგანაც დამზადებულია კედელი, მით დიდი მასის დაჭერას შეძლებს, ვინაიდან ძირითადი დატვირთვა საყრდენ კედელს დააწვება, და არა თაბაშირ-მუყაოს კედელს, რომელზეც იგეგმება ტელევიზორის განთავსება. აქ სპეციალისტების აზრი მონტაჟის შესახებ ერთიანია, და აქედან გამომდინარე უნდა გავითვალისწინოთ რომ ძვირადღირებული ტელევიზორის დამაგრება ამგვარ კედელზე კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. ამ სიტუაციაში სპეციალური კრონშტეინით სადგამის შეძენას ურჩევენ. უპირატესობად ითვლება ის ფაქტი, რომ ტელევიზორის მდებარეობა, მობილური კონსტრუქციის წყალობით, თავისუფლად შეიძლება შეიცვალოს და არ იფიქროთ კედელში დარჩენილ ნახვრეტებზე.

რაც შეეხება სხვა მასალის კედლებს, შედარებით ადვილად ითვლება ხის, ბეტონის ან მყარი აგურის კედლებზე მონტაჟი. ეს მასალები ძალიან მყარია და შეუძლიათ გაუძლონ ნაკეთობის დიდი წონას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ანკერის ან დუბელის სწორად შერჩევა, ასევე სამაგრის კედელში საიმედოდ ჩამაგრება.

ხშირად დგება საკითხი თუ როგორ დავკიდოთ ტელევიზორი ქაფბლოკის, ღრუ აგურის, ბეტონის ბლოკის (შლაკობლოკის) ან არბოლიტის კედელზე, რომელთა შიდა ნაწილებიც განსხვავდება ღრუების და სიცარიელეების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში თავს ვერ ავარიდებთ საიმედო ქიმიურ ანკერს, რომელიც ავსებს ყველა შიდა სიცარიელეს, რითაც უზრუნველყოფს მონტაჟის უსაფრთხოებას და ეკრანის მთლიანობის შენარჩუნებას.

როგორ დავამაგროთ ტელევიზორი კედელზე:

მას შემდეგ რაც არჩეულია მონტაჟის ოპტიმალური ადგილი, შეძენილია ტელევიზორის კრონშტეინები და აუცილებელი სამაგრი ელემენტები, გადავდივართ უშუალოდ მონტაჟის პროცესზე. თუ არ გვაქვს მონტაჟის წინასწარი გამოცდილება, მაშინ აუცილებელია ზუსტად მიყვეთ კრონშტეინის ინსტრუქციას, ასევე საჭიროა ისეთი ინსტრუმენტების არსებობის შემოწმება როგორიცაა:

  • პერფორატორი და ბურღი (თუ კედელი თაბაშირ-მუყაოსია);
  • სახრახნისი;
  • ფანქარი;
  • თარაზო.

ადგილი, სადაც იგეგმება მონიტორის მონტაჟი, საჭიროა აღინიშნოს უბრალო ფანქრით. მნიშვნელოვანია წინასწარ დავრწმუნდეთ რომ კედელში არ გადის ელექტროსადენები, რათა არ დავაზიანოთ და არ წარმოიშვას ზედმეტი პრობლემები. მონტაჟი იწყება კრონშტეინის კედელზე მიდებით და მონიშვნის გაკეთებით იქ, სადაც დამაგრდება ფირფიტები. აღნიშვნების დატანის შემდეგ უნდა შემოწმდეს სიმეტრია თარაზოს მეშვეობით, რათა თავიდან ავიცილოთ ტელევიზოდის დახრა, რაც შესაძლოა გახდეს მოწყობილობის ჩამოვარდნის მიზეზი.

შემდეგ პერფორატორით უნდა გავაკეთოთ ნახვრეტები კედელში და ჩავამაგროთ შიგნით დუბელები, რომლებზეც ყენდება და მაგრდება სამონტაჟო ფირფიტა. საპირისპირო ფირფიტა ამასთანავე მონტაჟდება ტელევიზორის უკანა პანელზე. ჩვეულებრივ ეს სრულდება ჭანჭიკების დახმარებით, რომელიც მოჰყვება კომპლექტში. მას შემდეგ, რაც ორივე ფირფიტა დამაგრდება, შესაძლებელია ეკრანის კედელზე დამაგრების დაწყება. ამ შემთხვევაში უკეთესია თუ გვეყოლება დამხმარე, რადგან მოსახერხებელია როცა ერთი ადამიანს უჭირავს ტელევიზორი, ხოლო მეორე ამ დროს ასწორებს ღარებს და უჭერს სამაგრებს.

როდესაც ტელევიზორი დაჯდება კრონშტეინზე მყარად, შესაძლებელია შეუდგეთ კაბელების დეკორირებას, ხშირად ამისთვის გამოიყენება ინტერიერის სტიკერები, რომელიც ტელევიზორის კაბელის ნამდვილ ხედ გადაქცევის საშუალებას იძლევა. კაბელის დამალვა შესაძლებელია აგრეთვე სპეციალურ არხში, რომელიც მონტაჟდება კედელზე და იღებება შესაბამის ფრად. კედელში დამალული გაყვანილობა ითვლება შედარებით წარმატებულ ვარიანტად, ამისათვის კედელში კეთდება ღარები, სადაც იმალება გაყვანილობა.

კედელზე ბრტყელი ეკრანის სწორად განთავსებით შესაძლებელი გახდება კომფორტული გარემოს შექმნა თქვენი საყვარელი ფილმების და პროგრამების საყურებლად, ოთახის ძვირფასი სივრცის დაკავების გარეშე. იმისათვის, რომ შენაძენი სასიამოვნო იყოს, ჯერ უნდა იპოვოთ ეკრანისთვის შესაფერისი ადგილი და არ შეეცადოთ შეიძინოთ ტელევიზორი, რომლის დიაგონალი არ შეესაბამება ოთახის ფართობს. თუნდაც მინიმალური უნარებით, მოწყობილობის დამოუკიდებლად მონტაჟი არ წარმოადგენს სირთულეს.

ტელევიზორის მონტაჟი

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ტელემიმღებები დიდი, მოუხეშავი ყუთებიდან დახვეწილ ნიმუშებად გადაიქცნენ და დღეს ძნელია ბინის თანამედროვე ინტერიერის წარმოდგენა პლაზმური პანელის (ეკრანის) ან LCD ტელევიზორის გარეშე. თუ ადრე ტელევიზორის ოთახში დასაყენებლად მისთვის სპეციალური ადგილის გამოყოფა, უზარმაზარი ტუმბოს ან გორგოლაჭებიანი ქვესადგამის ყიდვა იყო საჭირო, ახლა საკმარისია ტელევიზორის კედლის კრონშტეინი (ბრჯენი) იყიდოთ და ტელევიზორი თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას დაკიდოთ. მაგრამ ტელევიზორის კედელზე დაკიდებისას საჭიროა გარკვეული წესების დაცვა, რომელთა გაცნობასაც თქვენ ჩვენს სტატიაში შეძლებთ.

ბრტყელეკრანიანი ტელევიზორის კედელზე დამონტაჟება

ვინაიდან ბრტყელეკრანიან ტელევიზორებს არ აქვთ უზარმაზარი კინესკოპი, ამიტომ შეგიძლიათ მათი კედელზე დაკიდება. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სტილური ტუმბო ან ტელევიზორის სადგამი ჩაშენებულსადენიანი კაბელით სადენების ფარული კომუტაციისათვის. არსებობს დაყენების სხვადასხვა სისტემა, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გადაწყვიტოთ თუ რომელი სისტემა გესაჭიროებათ.

ყურადღება!

ვიდრე კედლებში ხვრელების ბურღვას დაიწყებთ, აუცილებელია დარწმუნდეთ იმაში, რომ კედელზე ხვრელისათვის მონიშნულ ადგილზე არ გადის წყალგამტარი, გაზგამტარი მილები ან ელექტროსადენები. დაფარული სადენების ან მილგაყვანილობის აღმოსაჩენად არსებობს სპეციალური ელექტრონული დეტექტორები.

ადგილის განსაზღვრა ტელევიზორის დასაყენებლად

განსაზღვრეთ ადგილი, სადაც ტელევიზორის დაყენება გსურთ. თქვენ მისი კედელზე დაყენება შეგიძლიათ სტატიკური კრონშტეინის (ბრჯენის), დასახრელ-მოსაბრუნებელი კრონშტეინის ან კედლის კრონშტეინის საშუალებით კედლიდან განზე გაწევის შესაძლებლობით, რაც მოგცემთ სხვადასხვა წერტილიდან (მაგალითად, სამზარეულოდან) საუკეთესო მზერის კუთხის არჩევის საშუალებას.

ტელევიზორის დასაყენებელი სიმაღლის განსაზღვრა

ზოგადი წესით, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორის ქვედა კიდე უნდა მდებარეობდეს იატაკის დონიდან 50-60 სმ-ზე. რასაკვირველია, ტელევიზორის დაყენების სიმაღლე დამოკიდებულია თქვენს კონკრეტულ სიტუაციაზე. გირჩევთ, რომ აიღოთ დაახლოებით ისეთივე ზომის მუყაოს ნაჭერი, როგორისაც ტელევიზორია, და მიამაგროთ/მიაჭედოთ კედელს შემოთავაზებულ სიმაღლეზე. ის თანდათანობით გადააადგილეთ და შეამოწმეთ, თუ რამდენად გაწყობთ ესა თუ ის სიმაღლე. ამგვარად, საყურებლად მოსახერხებელი მდგომარეობის შერჩევის შემდეგ, მონიშნეთ სიმაღლე: სწორედ ამ სიმაღლეზე უნდა დააყენოთ თქვენი ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი.

კრონშტეინის არჩევა ტელევიზორის ზომისა და წონის მიხედვით

შესაძენი კრონშტეინი გათვლილი უნდა იყოს თქვენი ტელევიზორის ზომასა და წონაზე (ყიდვისას გაეცანით კრონშტეინის სპეციფიკას და შეადარეთ ტელევიზორის მონაცემებს, რომლებიც მოცემულია მომხმარებლის სახელმძღვანელოში). საჭიროა ხარისხიანი დიუბელების და შურუპების გამოყენება, ამასთან მოცული უნდა იქნას კრონშტეინის ყველა სამონტაჟო ხვრელი.

კედლიდან დაშორების მანძილი

შეგიძლიათ ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი კედელთან მჭიდროდ დააყენოთ, მაგრამ მაშინ თქვენ დაკარგავთ ეკრანის მდგომარეობის რეგულირების შესაძლებლობას. არ დაგავიწყდეთ, რომ ბრტყელეკრანიანი ტელევიზორები ასხივებენ სითბოს (თბებიან), ამიტომ, რაც უფრო მეტია ღრიჭო კედელსა და ტელევიზორს შორის, მით უკეთესია მისი ვენტილაცია. ასევე, რაც უფრო მეტია ღრიჭო, მით ნაკლებად წარმოიქმნება ტელევიზორის ირგვლივ მუქი შარავანდი კედელზე მტვრის დალექვის შედეგად.

დასაყენებელი ზომების გაზომვა VESA

იმისათვის, რომ შეირჩეს შესაფერისი კედლის კრონშტეინი, აუცილებელია გაიზომოს დასაყენებელი ხვრელების ცენტრებს შორის მანძილი ტელევიზორის უკანა პანელზე. უმეტეს შემთხვევაში ეს მანძილი უდრის 10 x 10 სმ და 20 x 10 სმ.

როგორ დავმალოთ კაბელები

ელექტროკვების სადენისა და ანტენის კაბელის გარდა ტელევიზორს ხშირად უერთებენ ისეთი მოწყობილობის კაბელებს, როგორებიცაა DVD-ფლეიერები, სათამაშო ინტეგრირებული ეკრანი (პრისტავკა), სატელიტური რესივერები და ციფრული დეკოდერები. ეს მოწყობილობები უმეტესწილად განთავსდებიან იატაკზე დადგმულ კარადაში/ტუმბოში, ამიტომ აუცილებელია მათი კაბელებისა და გაყვანილობების ორგანიზებულად ჩაწყობა. კარგ გადაწყვეტას წარმოადგენს საკაბელო არხის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს კაბელების აკურატულად და დაფარულად გაყვანას. როგორც ვარიანტი, შეიძლება ტელევიზორის ქვეშ თაროებიანი საყრდენის გამოყენება მასთან მოწყობილობის ქვეშიდან მიერთებით.

მინიშნება!

ამჯობინებდით არაესთეტიკური საკაბელო გაყვანილობისაგან თავის არიდებას? მაშინ იფიქრეთ ცრუ კედლის დაყენებაზე, რომელზეც დამონტაჟდება თქვენი ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი. თუ ცრუ კედელს ხის კოჭებისგან დამზადებულ კარკასზე (ჩონჩხედზე) პანელებით გავაკეთებთ, მაშინ პანელებს მიღმა არსებული სივრცე შეიძლება გამოყენებულ იქნას კაბელების გასაყვანად. კიდევ ერთი გადაწყვეტა იქნება შესაძლებელი, თუ სახლის დაგეგმარება იძლევა ამის საშუალებას - კაბელი გატარდება ტელევიზორის უკან კედელში და გავა გვერდზე ოთახში.

ტელევიზორის კედელზე მონტაჟი

ტელევიზორი თითოეული ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეკრანების თანამედროვე მოდელები საკმაოდ დიდია და დიდ ადგილს იკავებს, ამიტომ უმეტესად მათ კედელზე კიდებენ. ეს მარტივი, მოსახერხებელი და ფუნქციონალურია, თუმცაღა ასეთი დაყენება მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და უნარებს - მნიშვნელოვანია საქმის პროფესიონალებისათვის მინდობა. კომპანია გთავაზობთ თავის მომსახურებას ნებისმიერი ეკრანის, მათ შორის საოჯახო კინოთეატრების დაყენებაში.

დაყენების პლიუსები და მინუსები

რატომ ირჩევს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ტელევიზორის კედელზე ჩამოკიდების ხერხს? ამას გააჩნია შემდეგი უპირატესობები:

კომფორტული განთავსება და გამოყენება. თქვენ აყენებთ ტელევიზორს ნებისმიერ სიმაღლეზე, სადაც თქვენთვის მოსახერხებელია მისი ყურება.

ადგილის ეკონომია. არ გესაჭიროებათ სპეციალური ტუმბოების შერჩევა.

დაბალი ფასი. ტელევიზორის დამონტაჟება უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ავეჯის ყიდვა.

უსაფრთხო გამოყენება. სწორი მონტაჟის შემთხვევაში ტელევიზორის ჩამოვარდნა პრაქტიკულად შეუძლებელია - იმავდროულად ავეჯის ზედაპირიდან ეკრანის შემთხვევით გადმოგდება მარტივია.

ესთეტიკური მხარე. ტელევიზორი კედელზე ძალიან ჰარმონიულად გამოიყურება და ინტერიერსაც არ აფუჭებს.

თუ ნაკლოვანებებზე ვისაუბრებთ, ისინი მხოლოდ ორია. პირველი - Wi-fi -ისათვის ან სხვა მაკომპლექტებლებისათვის შესაძლოა დამატებითი თარო დაგჭირდეთ. მეორე - თუ თქვენ ეკრანის სხვა ადგილზე დაკიდებას მოისურვებთ, კედელზე კოსმეტიკური რემონტის გაკეთება მოგიწევთ.

დაყენების თავისებურებები

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ტელევიზორის განთავსება მარტივი საქმეა: აირჩიე მოდელი, კედელში გაბურღე რამდენიმე ხვრელი - და მზადაა. თუმცაღა სინამდვილეში ყველაფერი მთლად ასეც არაა. ეკრანის დაკიდებამდე უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:

შეარჩიოთ ადგილი, სადაც დაეკიდება თქვენი ტელევიზორი. აქ აუცილებელია გაიგოთ: სად განლაგდება დივანი ან სავარძლები, როგორ სიმაღლეზეა ეკრანისთვის ყურება მოსახერხებელი. თუ თქვენს ტელევიზორს საძინებელში დაკიდებთ, გაითვალისწინეთ საწოლის მდგომარება. ასევე არ დაგავიწყდეთ თვალებისათვის კომფორტული დაშორების მანძილის შესახებ: საშუალოდ ეს იქნება იატაკიდან 100-140 სმ სიმაღლეზე.

შეარჩიოთ ტელევიზორის სამაგრი (ბრჯენი). ეს არის სპეციალური აქსესუარი, რომელზეც მაგრდება ტელევიზორი. არსებობს რამდენიმე ტიპი - ფიქსირებული, დასახრელი, დასახრელ-მოსაბრუნებელი, ჭერის, გამოსაწევი. კრონშტეინზე არამხოლოდ სამაგრის საიმედოობაა დამოკიდებული, არამედ ეკრანის ფუნქციონალურობაც. მაგალითად, დასახრელ-მოსაბრუნებელი მექანიზმით ტელევიზორის მდგომარეობის რეგულირებას მოახერხებთ, ხოლო ფიქსირებული ასეთ შესაძლებლობას ვერ მოგცემთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ VESA-ს სტანდარტებიც.

გაიგოთ, თუ რა მასალისაა კედლები. ბეტონისა და აგურის სახეობებისათვის საჭიროა ერთი ტიპის სამაგრები, ხოლო თაბაშირ-მუყაოს კედლებისათვის - აბსოლუტურად სხვა. ასევე ამაზეა დამოკიდებული გასაბურღი ინსტრუმენტის შერჩევა.

გააანალიზოთ როზეტებზე, ანტენებზე, ინტერნეტ-სადენზე წვდომა. არანაკლებ მნიშვნელოვანია დეტალები, რომელთა შესახებაც ხშირად ივიწყებენ.

როგორც ხედავთ, ტელევიზორის დაყენება არცთუ პატარა წინასწარ მომზადებას საჭიროებს - მნიშვნელოვანია ყველა დეტალის გათვალისწინება.

პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს ტელევიზორის დასაყენებლად

ტელევიზორის კედელზე დაკიდება მოინდომეთ, მაგრამ არ იცით, თუ რა არის ამისათვის საჭირო? აქ ყველაფერი ძალიან მარტივია. თქვენ დაგჭირდებათ:

  • ტელევიზორი;
  • კონკრეტული ადგილი, სადაც აუცილებელია მისი დაყენება;
  • საჭირო ტიპის კრონშტეინი;
  • როზეტის (შესაერთებლის) არსებობა.

თუ თქვენ არ იცით სად ჯობია ტელევიზორის დაკიდება ან არ შეგიძლიათ კრონშტეინის შერჩევა, მაშინ დახმარებისათვის ჩვენს სპეციალისტებს მიმართეთ. ჩვენ დაგეხმარებით არჩევანის ჩამოყალიბებაში, ასევე შემოგთავაზებთ სამაგრებისა და სხვა საჭირო ნაწილების არჩევანს.

ტელევიზორის დაკიდება თაბაშირმუყაოს კედელზე

იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მივამაგროთ ტელევიზორი თაბაშირმუყაოს კედელზე, ბევრი აზრი არსებობს. ერთნი ამბობენ, რომ შეიძლება გამოვიყენოთ დიუბელი პეპელა, სხვები - რომ ეს არ არის საიმედო სამაგრი. პრაქტიკიდან შენიშნულ იქნა, რომ პეპელაზე შეიძლება არაუმეტეს 15 კგ.-ზე მეტი წონის მქონე (დიაგონალი 42 დიუმი) ტელევიზორების დაკიდება. ასეთი ვარიანტი შეიძლება გამოყენებული იქნას კედელზე 32 ან 42 დიუმის ტელევიზორისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტი წონის მქონე ტელევიზორებისათვის, არის თაბაშირმუყაროს ჩამონგრევის რისკი. თვალსაჩინოებისათვის, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ დიუბელი პეპელა, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო:

ტელევიზორის თაბაშირმუყაოს კედელზე დაკიდება უფრო საიმედო ხერხითაც არის შესაძლებელი: ძლიერი მაგნიტის მეშვეობით უნდა მოძებნოთ შურუპები, რომლითაც მიმმართველებზე მაგრდება დაფა, და უკვე ლითონის პროფილზე მიამაგროთ კრონშტეინი. ასევე ტელევიზორის თაბაშირმუყაოს კედელზე დაკიდება შეიძლება სარჭი-შურუპის გამოყენებით.

სამაგრი ელემენტის სახით რომელი ანკერი შეიძლება მოეჭიროს როგორც ბეტონის, ისე აგურის კედელში (საჭირო დიამეტრის ხვრელის წინასწარ გახვრეტით)? სარჭის სიგრძე უნდა შეირჩეს თაბაშირმუყაოს ფირფიტის ძირითადი კედლისაგან დაშორების მანძილის გათვალისწინებით. რაც უფრო მეტ სიღრმეზე იქნება ჩახრახნილი აგურში ან ბეტონში ანკერი, მით მეტ წონას გაუძლებს, რადგან მთელი დატვირთვა წამყვან კედელზე გადავა და არა მოსაპირკეთებელ ფირფიტაზე.

თუ როგორ უნდა მოხდეს ტელევიზორის კედელზე დაყენება, ზემოთ იყო განხილული. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ თაბაშირმუყაოს ფირფიტა არა მოსაპირკეთებლად, არამედ ტიხარის სახით გამოიყენება? ძვირადღირებული აპარატის ასეთ სიბრტყეზე დამაგრება კატეგორიულად არაა რეკომენდირებული. ასეთ შემთხვევაში ტელევიზორის მიყენება შესაძლებელია სპეციალურ სადგამზე, რომელიც ქვემოთ არის ნაჩვენები სურათზე. კრონშტეინზე ამგვარად დაკიდებული ტელევიზორი შეგვიძლია შევატრიალოთ ნებისმიერ მხარეს (სადგარის გორგოლაჭების წყალობით), ანუ მთელი კონსტრუქცია ხდება მობილური.

ტელევიზორის თაბაშირმუყაოს კედელზე მისამაგრებლად შესაძლებელია მასზე კრონშტეინის დასაყენებელი მილების მიმაგრება.

არამყარ კედელზე ტელევიზორის სწორად დაკიდების კიდევ ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ზოლის და ლხბფ-ის (ლამინირებული ხის ბურბუშელის ფილის) გამოყენება, რომელიც შეიძლება მასზე კარგად დამაგრდეს. ხოლო თავად ზოლზე შეიძლება მიმაგრდეს თაროები, კრონშტეინი და დაყენდეს აპარატი. ასეთი ვარიანტის დროს შესაძლებელია დიდი ზომისა და დიდი წონის პანელების (ეკრანების) დაკიდება, მაგალითად, ლხბფ-ის 2 პარალელური ზოლის გამოყენება.

თუ ტელევიზორის კედელზე დამაგრება შეუძლებელია, მაშინ კარგი ვარიანტი იქნება ჭერზე მიმაგრება.

ტელევიზორის დაკიდების სხვადასხვა ვარიანტების განხილვის შემდეგ შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ძირითად სირთულეს, რომელიც შეიძლება წარმოექმნას შიდა ხელოსანს, წარმოადგენს ხვრელების გაბურღვა, სწორი სამაგრის შერჩევა და გამოყენება. თუ თქვენ საკუთარ ძალებში ეჭვი გეპარებათ, უმჯობესია საქმე სპეციალისტებს მიანდოთ.

კედელზე ტელევიზორის სწორად მიმაგრება საკუთარი ხელით

თუ თქვენ შეიძინეთ კედლის ტელევიზორი, მაშინ ჩნდება კითხვა: როგორ დავკიდოთ ის კედელზე სწორად? ზოგადად, აპარატის დამონტაჟებაში რთული არაფერია. თუ თქვენ იცით ბურღის, ჩაქუჩის და სახრახნისის გამოყენება, მაშინ ამას სრულიად გაართმევთ თავს საკუთარი ძალებით. სამსუნგის ან ნებისმიერი სხვა ტელემიმღების კედელზე სწორად დასამაგრებლად გამოიყენება სპეციალური მოწყობილობები - კრონშტეინები. ისინი სხვადასხვაგვარია ფორმის, ზომისა და ფუნქციონალურობის მიხედვით.

ტელევიზორის კედელზე დაკიდების უპირატესობები და ნაკლოვანებები

თუ შეძენის შემდეგ ვერ ჩამოყალიბებულხართ იმაში, თუ სად განათავსოთ ტელევიზორი, მაშინ იფიქრეთ მისი კედელზე დაკიდების პლიუსებზე.

ესთეტიკა. ბრტყელი თანამედროვე ტელევიზორი კედელზე დაამშვენებს სახლის ნებისმიერ ინტერიერს. ის უადგილო არ იქნება ოთახის პრაქტიკულად ნებისმიერ სტილში გაფორმებისას, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეიძლება ტონიც მისცეს მთელ სახლს.

ხელმისაწვდომობა. თუ იმ ოთახში, სადაც განთავსდება ტელევიზორი, არ არის შესაფერისი ავეჯი, მაშინ კრონშტეინის შეძენა მნიშვნელოვნად იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ტუმბოსი.

უსაფრთხოება. თუ ბინაში ცხოველები ან ბავშვები არიან, მაშინ მათ კედელზე მიხრახნილი ტელევიზორის ჩამოგდება გაცილებით უფრო გაუჭირდებათ, ვიდრე ტუმბოზე ან მაგიდაზე მდგომისა.

როგორც ნებისმიერ გადაწყვეტას, ისე ტელევიზორის კედელზე დაკიდებასაც აქვს თავისი ნაკლოვანებები.

ტელევიზორის ტუმბოზე ან მაგიდაზე დადგმა მნიშვნელოვნად უფრო მარტივია, ვიდრე მისი კედელზე დაკიდება. მეორე შემთხვევაში საჭირო გახდება ინსტრუმენტი და მასთან მუშაობის უნარი.

ტელევიზორის დასაკიდებლად ნებისმიერი კედელი არ წავა - ის თავისუფალი უნდა იყოს გამათბობელი მოწყობილობისაგან.

თუ გადაწყდება ტელევიზორის დემონტაჟი, საჭირო გახდება სამაგრის ხვრელების ამოვსება.

კრონშტეინების სახეობები

იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ კრონშტეინი Samsung, LG ან სხვა ნებისმიერი ტელევიზორისათვის, უნდა შეისწავლოთ მოწყობილობის მახასიათებლები. მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ მისი დიაგონალი, წონა და სტანდარტი VESA. ეს არის ზოგადად მიღებული მანძილი დასამაგრებელ ხვრელებს შორის, რომელიც წინასწარ არის გათვალისწინებული მწარმოებლის მიერ. ის მერყეობს 10*10-დან 40*40 სმ-მდე. აქედან გამომდინარე ხდება კრონშტეინის შერჩევა. ისინი განსხვავდებიან შესრულების მასალით, მუხლების რაოდენობით (მათი არარსებობით), სხვადასხვა დიაგონალზე გათვლილი მოსაბრუნებელი/დასახრელი/ფიქსირებული ფართობით.

მნიშვნელოვანია! კრონშტეინების უმეტესობა უძლებს 25 კგ.-მდე წონას, ხოლო ამაზე მეტი წონის მქონე თანამედროვე ტელევიზორის პოვნა მეტად ძნელია. მოკლედ, იმაში დარწმუნება, რომ მოწყობილობის მასიური წონა მაინც დასაშვებია, ზედმეტი არ იქნება.

დაწვრილებით განვიხილოთ კრონშტეინების კონსტრუქციები.

ფიქსირებული. საშუალებას იძლევა, რომ საიმედოდ დამაგრდეს აპარატი, მაგრამ მისი მობრუნების ან დახრის შესაძლებლობის გარეშე. ტელევიზორის დასაკიდებლად ასეთ სამაგრს მინიმუმი რაოდენობის ხვრელები აქვს და მარტივია დასამონტაჟებლად.

დასახრელი. ხშირად გამოიყენება ტელემიმღების მონტაჟისას მაღლა - თვალების სიმაღლის ზემოთ. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ტელევიზორის კომფორტულად ყურება, სამაგრი ეკრანის საჭირო კუთხით დახრის საშუალებას იძლევა.

დასახრელ-მოსაბრუნებელი. ასეთი სამაგრი ძალიან მოსახერხებელია, თუ გათვალისწინებულია კედელზე ტელევიზორის ჭერის ქვეშ მონტაჟი. მბრუნავი მექანიზმის წყალობით ტელევიზორის ყურება ოთახის ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი.

როგორ დავკიდოთ ტელევიზორი

ვიდრე ტელევიზორს კედელზე ჩვენი ხელით დავკიდებთ მნიშვნელოვანია, რომ გავერკვეთ აგრეგატის განთავსების სიმაღლეში. არსებული სტანდარტების მიხედვით, მოწყობილობის ქვედა კიდე უნდა მდებარეობდეს იატაკიდან 0,7 მ-დან 1 მ-მდე მანძილზე. თუ ტელევიზორს სამზარეულოსთვის ყიდულობთ, მაშინ მისი ჭერქვეშ განთავსება საუკეთესო ვარიანტი იქნება. თუმცაღა ტელევიზორის სამზარეულოში განთავსების სხვა ვარიანტებიც არსებობს.

არ იდარდოთ, თუ შესაფერისი ადგილი თვალების ზომაზე ოდნავ მაღლაა - დახრის დარეგულირება შესაძლებელია დასახრელ-მოსაბრუნებელი კრონშტეინის მეშვეობით. ყველაზე უკეთესი იქნება სწორედ ასეთის შერჩევა: მისით შესაძლებელია მოწყობილობის მდგომარეობის დარეგულირება ყურების დროს მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, ხოლო უკან კი გაყვანილობის სადენების განსათავსებელი ადგილიც დარჩება.

მონტაჟის მნიშვნელოვანი წესები

მონტაჟი უნდა დავიწყოთ კედლის შესწავლით. ის შეიძლება იყოს ბეტონის, აგურის, ხის ან თაბაშირმუყაოსი. უკანასკნელ ვარიანტზე ტელევიზორის მიმაგრება არ ღირს - 99% ალბათობით გარკვეული დროის შემდეგ ის ასეთი კედლის მონაკვეთს გამოგლეჯს და ტელევიზორი დაიმტვრევა. იმ მასალის ცოდნა, რომლისგანაც არის დამზადებული კედელი, აუცილებელია იმის გასაგებადაც, თუ რომელი საბურღი დაგვჭირდება ხვრელების გასაკეთებლად. აი, სამაგრზე ნერვიულობა კი, იმისათვის რომ კედელზე კრონშტეინი მივამაგროთ, ნამდვილად არ ღირს - ყველაფერი აუცილებელი და საჭირო ტელევიზორის და დასაკიდებლის ნაკრებშია.

მნიშვნელოვანია! კედელზე კრონშტეინის ადგილის განსაზღვრისას გაითვალისწინეთ დაფარული გაყვანილობის არსებობა და როზეტებამდე მანძილი. ასევე არ ღირს იმის დავიწყება, რომ ახლოს არ უნდა მდებარეობდეს გასათბობი მოწყობილობები.

ტელევიზორის კრონშტეინზე დაკიდება

იმისათვის, რომ თავი არ იმტვრიოთ, თუ როგორ დაკიდოთ კედელზე ტელევიზორი კრონშტეინით, თქვენ მარტივი ნაბიჯების გადადგმა დაგჭირდებათ.

კედელზე მონიშნეთ გასაბურღი წერტილები. ამისათვის რულეტით გაზომეთ მანძილი კრონშტეინის ხვრელებიდან აპარატის უკანა პანელზე მის ქვედა კიდემდე. შემდეგ მონიშნეთ იატაკიდან 1მ + ნიშნული, რომელიც მიიღეთ ტელევიზორზე გაზომვებისას. თქვენ მიიღებთ სიმაღლეს, რომელზეც გაიბურღება სამაგრის ქვედა ხვრელები. ამ წერტილზე გაატარეთ ჰორიზონტალური ხაზი თარაზოს მეშვეობით.

ახლა მიადეთ ტელევიზორის (კედლის) სამაგრი ისე, რომ გავლებულიმა ხაზმა გაიაროს საკიდის ქვედა ხვრელები.

შემდეგი ნაბიჯი იქნება სამაგრის ხვრელებიდან გასაბურღი ადგილების მონიშვნა.

ვიდრე ტელევიზორის კრონშტეინს გამზადებულ კედელზე დააყენებთ, რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება ნივთის სამონტაჟო მონაკვეთის შემოწმება დაფარულ გაყვანილობაზე (სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით). ბურღის დახმარებით (უმჯობესია პერფორატორი) გააკეთეთ ხვრელები მონიშნულ ადგილებზე.

წარმოქმნილ ხვრელებში ჩაქუჩის დახმარებით ჩააჭედეთ დიუბელები.

მიადეთ ტელევიზორის კედლის სამაგრი კედელს და დაუჭირეთ ჭანჭიკები (ზოგიერთ შემთხვევაში თვითმჭრელი ხრახნები) ჩაჭედებულ დიუბელებში ქანჩსაჭერით.

იმის შემდეგ, რაც კრონშტეინი საიმედოდ იქნება მიმაგრებული, გვერდიდან მიხმარებით შესაძლებელია აპარატის სამაგრთან მიტანა და მასზე დაკიდება.

კრონშტეინის გაკეთება საკუთარი ხელით

თუ თქვენ ტელევიზორის ექსპლუატაციისას არ აპირებთ მისი მდგომარეობის შეცვლას, მაშინ შესაძლებელია კედელზე ტელევიზორის მარტივი და არაძვირადღირებული სამაგრის საკუთარი ხელით გაკეთება.

იმისათვის, რომ 32 ან 42 დიუმიანი ეკრანის მქონე აპარატის მონტაჟი განვახორციელოთ, დაგვჭირდება ალუმინისაგან ან ფოლადისაგან 4 კუთხის დამზადება (გამოყენებული იქნება ტელევიზორის კრონშტეინის დამზადების დროს) და ველოსიპედის 1 ჩხირი. რეკომენდირებულია ალუმინის კუთხის გამოყენება, ვინაიდან მისი დამუშავება უფრო მარტივია. მონაკვეთების ზომები მნიშვნელოვანი არაა, მთავარია, რომ ემთხვეოდეს აპარატის კორპუსზე და კუთხეზე არსებული ხვრელები.

გააკეთეთ აგრეგატზე მისამაგრებლად დეტალში 2 ხვრელი და ზედა ნაწილში - თითო, ჩხირისათვის. მიამაგრეთ მზა დეტალები ტელემიმღების კორპუსს (გამოიყენება М4 ხრახნები).

დანარჩენი დეტალები უნდა მიმაგრდეს კედელზე. თავდაპირველად, კედელზე მისამაგრებლად მათზე უნდა გაიხვრიტოს 2-2 ხვრელი (შესაძლოა მეტიც, მოწყობილობის დიაგონალის ზომიდან და მოწყობილობის წონიდან გამომდინარე) და ჩხირის ჩასასმელად ერთი ხვრელი დეტალის ზედა ნაწილში.

ამის შემდეგ გაკეთებული ხვრელებიდან კედელზე კეთდება მონიშვნა. 4 დეტალზე გაკეთებული ყველა ხვრელი განლაგებული უნდა იყოს მკაცრად ერთმანეთის მოპირდაპირედ, იმისათვის რომ თავიდან ავირიდოთ აპარატის გადახრა მონტაჟის შემდეგ.

კუთხეებს შორის მანძილი უნდა იყოს ოდნავ ნაკლები, ვიდრე იმავენაირ დეტალებს შორის არის აგრეგატზე, რათა ეს უკანასკნელები შემოერტყან კედლის კუთხეებს გარედან (ტელევიზორის სამაგრის კედელზე განთავსებისას რეკომენდირებულია სამშენებლო თარაზოს გამოყენება დეტალების ჰორიზონტალურ ხაზზე ზუსტად განლაგებისათვის).

ახლა შეიძლება ტელევიზორის კედელზე ჩამოკიდება. ამისათვის უნდა აწიოთ თქვენი 42 დიუმიამი აგრეგატი და მოარგოთ სამაგრები ისე, როგორც ნაჩვენებია სურათზე, რის შემდეგაც საჭიროა ჩხირის ჩასმა. თუ ჩხირი არ გაქვთ, მაშინ ის შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქუდიანი ლურსმნით. დიდი წონის მქონე აპარატებისათვის გამოიყენება უფრო მსხვილი ლურსმნები, მაგალითად, 100 მმ სიგრძის. ამ ეტაპზე კედელზე ტელევიზორის საკუთარი ხელით მიმაგრება დასრულებულია.

დეტალების კედელზე მისამაგრებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ საჭირო დიამეტრისა და სიგრძის მქონე პლასტმასის დიუბელები (დამოკიდებულია აგრეგატის წონაზე).

ვიდრე ტელევიზორს კედელზე მიამაგრებთ, საჭიროა განსაზღვროთ კუთხეების სიგანე. ის უნდა იყოს ისეთი, რომ უზრუნველყოს კედელსა და ტელემიმღებს შორის ნორმალური ვენტილაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი 42 დიუმიანი ტელევიზორი გადახურდება, რაც აისახება მისი მომსახურების ვადაზე. ყველა სადენის, მათ შორის ელექტრულის, და ანტენის დამალვა შეგიძლიათ არხკაბელში.

ტელევიზორის დაკიდება კრონშტეინის გარეშე

42ʺ დიაგონალიანი ტელევიზორის ბრტყელი ეკრანები (და განსაკუთრებით დიდი ზომის აპარატები) სპეციალური სამაგრების გამოყენების გარეშე მონტაჟისათვის მზადაა. აპარატების მწარმოებლებმა უკვე გაითვალისწინეს, თუ როგორ დაკიდონ კედელზე ტელევიზორი კრონშტეინის გარეშე. ამისათვის მოწყობილობის უკანა პანელზე გააკეთეს სპეციალური ყურები (პაზები). ამიტომ ყურებიანი ტელევიზორის დაყენება დიდად არ განსხვავდება სურათის ან სარკის დაკიდებისაგან. მთვარია, რომ სამაგრი შეესაბამებოდეს მოწყობილობის წონას. თუ დასაკიდებელი ყურები არ არის გათვალისწინებული, მაშინ შესაძლებელია სამაგრების საკუთარი ხელით გაკეთება.

როგორ დავმალოთ სადენები

ტელევიზორის კედელზე დაკიდების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მომხმარებელი აუცილებლად დაფიქრდება იმაზე, თუ როგორ დამალოს გაყვანილობის სადენები. ცხადია, რომ თუ ისინი ღიად დარჩება, მაშინ ამ ხერხით დაყენების მთელი სილამაზე გაქრება.

ჯერ კიდევ რემონტის სტადიაზე ღირს იმ ადგილის გათვლა, სადაც მომავალში დადგება ტელევიზორი. სასურველია უკან განთავსდეს ელექტრული როზეტი და საანტენო როზეტი. პირველი უმჯობესია რამდენიმე გაკეთდეს: შესაძლოა გარე კვების წყაროს მქონე სმარტ ინტეგრირებული ეკრანის (პრისტავკის) ან სხვა მოწყობილობის მიერთება დაგჭირდეთ. თუ ტელევიზორის ქვეშ იდგება ტუმბო, მაშინ თქვენ შეძლებთ, რომ როზეტების ნაწილი იატაკიდან 30 სმ მანძილზე დაამონტაჟოთ და კიდევ რამდენიმე კი უშუალოდ ეკრანის უკან.

რჩევა! წინასწარ გამოცნობა, თუ რა მიუერთდება ტელევიზორს, საკმაოდ რთულია, ამიტომ იდეაში ღირს 5-6 როზეტის არსებობაზე ზრუნვა. ეს რაოდენობა ნებისმიერ იმ მოწყობილობას ეყოფა, რომლებიც შეიძლება მომავალში დაგჭირდეთ.

თუ რემონტი უკვე გაკეთებულია, მაშინ მაშველად მოვა სადენების კოლოფი. ის შეიძლება ნეიტრალური თეთრი ფერის ან ინტერიერის ფერებში გაფორმებული იყოს. თუ მახლობლად არის ფანჯარა, მაშინ შესაძლებელია კაბელის ფარდის უკან დამალვა, როზეტის ჭერისკენ აწევა, ხოლო მისკენ მიმავალი სადენის კარნიზის უკან გატარება.

სპეციალისტების რეკომენდაციები

ქვემოთ მოყვანილი რჩევები მიღებულია მომსახურების სამსახურების სპეციალისტებისაგან, რომლებიც დაკავებულნი არიან სატელევიზიო დანადგარის მონტაჟით და მოწყობით. ამ რეკომენდაციების წყალობით კედელზე ტელევიზორის არასწორად დაკიდების რისკი მინიმუმამდე დადის.

კრონშტეინის შერჩევა აუცილებლად უნდა მოხდეს ტელევიზორის წონისა და დიაგონალის გათვალისწინებით.

მოსაბრუნებელი და დასახრელი ელემენტების მქონე კრონშტეინის შერჩევისას დარწმუნდით, რომ ისინი ლითონისგან არის დამზადებული. ყველაზე ხარისხიანი პლასტიკური მასალაც კი შეიძლება დროთა განმავლობაში გამოუსადეგარი გახდეს.

ტელევიზორის ნიშებზე დაყენებისას დარწმუნდით, რომ მას გააჩნია სათადარიგო ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დარღვეული იქნას ჰაერის ცირკულირება, რაც შესაძლოა აისახოს ტელევიზორის მომსახურების ვადაზე.

მონტაჟი ხორციელდება შემდეგნაირად: თავდაპირველად კრონშტეინი მაგრდება კედელზე, შემდეგ მოსახსნელი ნაწილი უმაგრდება ტელევიზორს და მხოლოდ ამის შემდეგ ორივე ელემენტი უერთდება ერთმანეთს. ბოლო ეტაპი არის სადენების მიერთება.

თუ კრონშტეინს აქვს მოსაბრუნებელი ან დასახრელი ელემენტები, მაშინ დარწმუნდით სადენების თადარიგის არსებობაში - ისინი არ უნდა იჭიმებოდეს ან იღუნებოდეს მოწყობილობის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში.

Keywords: televizoris sakidi sakidebi montaji chamokideba dakideba kronshteini kedelze samagri kedlis damontajeba damagreba dayeneba mimagreba miyeneba sakidis kronshteinis kronshteinebi samagrebi samagris.

სრულად ნახვა
ტელევიზორის დაკიდება 593-93-45-45