რატომ იკრძალება სადენების გადაგრეხვა


რატომ იკრძალება სადენების გადაგრეხვა


ელექტროდანადგარების მოწყობის წესების თანახმად სადენებისა და კაბელების შეერთება უნდა განხორციელდეს შემდეგი საშუალებებიდან ერთ-ერთით: მიდუღებით, დაპრესვით, ხრახნული ან ჭანჭიკიანი შეერთების საშუალებით, ან რჩილვის („დაპაიკების“) მეთოდით, დადგენილი წესით დამტკიცებული მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად. როგორც ვხედავთ, „გადაგრეხვა“ აქ საერთოდ არ მოიხსენიება. შეიძლება თამამად გაკეთდეს დასკვნა: დაგრეხა პრაქტიკულად იკრძალება ემწ-ისგან.

თუმცაღა, მოდით, გავერკვეთ, თუ რატომ არის ასე ერთმნიშვნელოვანი დაგრეხვისადმი ოფიციალური დამოკიდებულება, რაში შეიძლება იმალებოდეს სადენების შეერთების დასაშვები ხერხების სიიდან მისი გამორიცხვის მიზეზი, ის ხომ ცხადია, რომ  ეს უმიზეზოდ არ მომხდარა. დაშვებულია: დაპრესვა, რჩილვა („დაპაიკება“), მიდუღება და ხრახნული შეერთება. დავიწყოთ იმის განხილვით, თუ რაში მდგომარეობს შეერთებების დაშვებული ხერხების თავისებურებები და რით განსხვავდება ისინი გადაგრეხვისაგან.

რატომ ხურდება ნაგრეხი

რა ემართება ნაგრეხს? დაგრეხა არამხოლოდ საიმედო, კარგად გამტარი კონტაქტის შექმნის საშუალებას არ მოგვცემს, ის ასევე ვერ უზრუნველყოფს გამძლეობას და დანარჩენ სადენზე მეტად გახურდება მასში ოდნავ მაღალი დენის გავლისას.

ასე იმიტომ მოხდება, რომ გრეხვის ადგილას სადენები არ არის დაკავშირებული ატომურ დონეზე, ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან  თავისი ზედაპირების მხოლოდ ნაწილით და სადღაც მათ შორის არსებობს საჰაერო შუალედები, რომლებშიც დროთა განმავლობაში აუცილებლად წარმოიქმნება ჟანგი.

ამასთან, ნაგრეხი მექანიკურად დროთა განმავლობაში მაინც დაიცარება (დაიშლება), რითაც უფრო მეტად გაამწვავებს გაზრდილი წინაღობის პრობლემას და დაჟანგვის პროდუქტების წარმოქმნას.

ბოლოს და ბოლოს, დასახელებული ფაქტორების ერთობლივი მოქმედების გამო, ნაგრეხში სადენების კონტაქტი იმდენად გაუარესდება, რომ ეს გამოიწვევს ნაპერწკლების წარმოქმნას და სადენების იზოლაციის აალებასაც კი.

რა თქმა უნდა, თუ საუბარია სადენების დროებით შეერთებაზე,  მაგალითად, რაიმე დატვირთვის ჩართვის სქემის ტესტირებისას ან რაიმე სარემონტო ხელსაწყოს ნაწილის შემოწმებისას, მაშინ ამ შემთხვევებში თქვენ ვერავინ დაგიშლით ელემენტარული გასართი შეერთებებით - ნაგრეხებით აკურატულად სარგებლობას. 

და მაინც, უნდა გვახსოვდეს ისეთი გადაწყვეტის თვალსაჩინო ნაკლოვანებების შესახებ,  როგორიცაა გადაგრეხა და მისი გამოყენებისას გარდაუვალი გრძელვადიანი შედეგების შესახებაც. ამიტომ, გთხოვთ, მიმდევრობითი შეერთებები შეასრულეთ მხოლოდ ემწ-ის მიერ ნებადართული ხერხებით. 

მსგავსი სიახლეები

სადენების რჩილვა („დაპაიკება“) და მიდუღება

სადენების რჩილვა („დაპაიკება“) და მიდუღება

რჩილვასა და მიდუღებაში იგულისხმება შექმნილი მიმდევრობითი შეერთების მონოლითურობა და მაქსიმალურად შესაძლო გამტარობა. რჩილვის დროს წარმოქმნილი

  • 55
  • 28-აპრილი-2021
სრულად ნახვა
ვინ არის დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი ?

ვინ არის დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი ?

დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის პროფესია მოიცავს 1000 ვოლტს ქვემოთ ძაბვაზე მომუშავე ელექტროდანადგარების (საკაბელო ხაზების, ელექტრული მანქანების,

  • 539
  • 29-მარტი-2020
სრულად ნახვა
თვითდამჭერი საკლემე ბლოკი WAGO

თვითდამჭერი საკლემე ბლოკი WAGO

როგორ გავარჩიოთ ყალბისგან: არსებობს გამტარებისა და სადენების შეერთების რამდენიმე ხერხი რომლებსაც აქტიურად იყენებს ჩვენი ელექტრიკი. თითოეულ

  • 30
  • 02-ივნისი-2021
სრულად ნახვა

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

დაგვირეკეთ
555-45-33-66