ელექტროგაყვანილობის ნაირსახეობები


ელექტროგაყვანილობის ნაირსახეობები

შენობაში არსებული ელექტროგაყვანილობა, ეს იქნება ბინა, კოტეჯი თუ აგარაკი, არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინჟინრული კომუნიკაცია. დღესდღეობით ჩვენ უკვე ვეღარ წარმოგვიდგენია ელექტროენერგიისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარეშე არსებობა, რომლებიც მატებენ ჩვენს ცხოვრებას კომფორტს. კომპიუტერი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, თბილი იატაკი.. მათი ექსპლუატაცია ელექტროენერგიის გარეშე შეუძლებელია.

არსებობს ელექტროგაყვანილობის მონტაჟის რამდენიმე ვარიანტი და ყველა მათგანს აქვს განსხვავება, როგორც მონტაჟის, ისე ექსპლუატაციის დროს. მონტაჟის დაწყებამდე ხდება ობიექტის დაგეგმარება და მასალებით უზრუნველყოფა, სწორად შერჩეული სადენის ტიპი და მონტაჟის ხერხი არის გარანტი არა მხოლოდ ელექტროობის ხანგრძლივი ექსპლუატაციის, არამედ თქვენი ობიექტის უსაფრთხოებისაც. ელექტროსადენის ტიპის და მონტაჟის მეთოდის (ხერხის) შერჩევა ხორციელდება შენობის დანიშნულების მიხედვით. ამ სტატიაში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ, თუ რა არის ელექტროსადენი, როგორი ტიპები არსებობს და როგორი მეთოდები გამოიყენება მის დასამონტაჟებლად. ელექტროგაყვანილობის მონტაჟი იყოფა სამ სახეობად: ღია, დახურული და გარე. ღია ელექტროგაყვანილობა ღია ელექტროგაყვანილობის მონტაჟი ხდება უშუალოდ კედლის, ჭერის ან სხვა კონსტრუქციების ზედაპირზე.


სადენების დაფიქსირება ღია მონტაჟის დროს ხდება რამოდენიმე მეთოდის გამოყენებით:


- იზოლატორი ან ფაიფურის კოჭი (რეტრო სტილი);

- სკოპი;

- გოფრირებული მილი;

- სპილენძის ან ლატუნის მილი;

- პლასტმასის მილი;

- კაბელ არხი;

- პლინტუსი (ნალიჩნიკი) ან სხვა.


ღია ელექტროგაყვანილობის დადებითი და უარყოფითი მხარეები


+ წვდომა ქსელის ნებისმიერ მონაკვეთთან, მაგ: გამანაწილებელი კოლოფი, როზეტი, ჩამრთველი და სხვა ელ.წერტილი;

+ ელ.გაყვანილობის მდგომარეობის ვიზუალური კონტროლი;

+ საჭიროების შემთხვევაში, ადვილი წვდომა რემონტისთვის;

+ მონტაჟი იმ შენობა-ნაგებობებში, სადაც მაღალია ხანძრის საშიშროების რისკი (ხის სახლები ან ხის მასალით მოპირკეთებული სახლები);

+ ნაკლებად შრომატევადი მონტაჟი (დახურულ ელექტრომონტაჟთან შედარებით);

+ სიმარტივე ელექტრომოწყობილობების გადაადგილების დროს;


- თვალსაჩინო ადგილზე მონტაჟი ხანდახან არ ჯდება ოთახის დიზაინში;

- სადენის მექანიკური დაზიანების დიდი რისკი;

- დახურულ მონტაჟთან შედარებით, მოკლე შერთვის დროს ხანძრის დიდი რისკი;

- ართულებს შენობის კოსმეტიკურ რემონტს.


დახურული ელექტროგაყვანილობა დახურული ელექტროგაყვანილობა მონტაჟდება კედლის, ჭერის, ფილების, იატაკის და სხვა სამშენებლო კონსტრუქციების შიგნით. ასევე შეიძლება დახურული იყოს კარკასული ან შეკიდული კონსტრუქციებით. სადენების დაფიქსირება დახურული მონტაჟის დროს ხდება რამოდენიმე მეთოდის გამოყენებით:


- ნალესის შიგნით;

- შტრობში, ნალესის შიგნით;

- სამშენებლო კონსტრუქციების თავისუფალ სივრცეებში;

- საკაბელო არხებში;

- მეტალის მილებში;

- პლასტმასის გოფრირებულ მილებში;

- თაბაშირმუყაოს შიგნით;

- პლასტმასის კედლის პანელებში;

- შეკიდული ჭერის ზემოთ.


დახურული ელექტროგაყვანილობის დადებითი და უარყოფითი მხარეები


+ არ აფუჭებს კედლების ვიზუალს და არ უშლის ხელს კოსმეტიკურ რემონტს;

+ მაღალი ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება;

+ ექსპლუატაციის ხანგრძლივობა სწორად გათვლილი და დაგეგმილი მონტაჟისას;


- მოითხოვს სადენების, გამანაწილებელი კოლოფების, როზეტების, ჩამრთველების და სხვა ელ.წერტილების განთავსების წინასწარ პროექტირებას;

- დიდი შრომა და ხარჯები გამოცვლა/რემონტის დროს;

- ართულებს სადენების მდგომარეობის შემოწმების და დეფექტის პოვნის პროცესს.


გარე ელექტროგაყვანილობა ძალიან ხშირად ადამიანებს ერთმანეთში ერევათ ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მონტაჟის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა გარე ელექტროგაყვანილობა და ღია ელექტროგაყვანილობა. ღია მონტაჟის მეთოდზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ეხლა აგიხსნით, რას ნიშნავს გარე ელექტროგაყვანილობა და გაგარკვევთ მისი მონტაჟის სპეციფიკაში. გარე ელექტროგაყვანილობა არ მონტაჟდება შენობა-ნაგებობების შიგნით და მასზე დიდ ზემოქმედებას ახდენს კლიმატური პირობები: ნალექი, წვიმა, თოვლი, ქარი და სხვა...გარე ელექტროგაყვანილობას იყენებენ შენობა-ნაგებობებში ელ.ენერგიის შესაყვანად, ცალკე მდგარი დამხმარე ობიექტების (ავტოფარეხი, საკუჭნაო, აბანო და სხვა) ელ.ენერგიით მოსამარაგებლად. გარე ელექტროგაყვანილობის მონტაჟი ხორციელდება საჰაერო ხაზებით, რომლებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური საყრდენი კონსტრუქციები. გარე დახურული ელექტროგაყვანილობის მონტაჟი ხორციელდება მეტალის მილებში ან სპეციალურ ბეტონის კონსტრუქციებში, რომლებიც საიმედოდ იცავენ სადენებს ტენიანობისგან. პრაქტიკულად, ყველა ელექტრული ქსელი განლაგებულია მიწის დონის ქვემოთ.


- ჩვენი სერვისი ელეკტრიკი გამოძახებით - 555-45-33-66 -

მსგავსი სიახლეები

ხშირად მოთხოვნადი ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ჩამონათვალი:
ხშირად მოთხოვნადი ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ჩამონათვალი:

სამუშაოების ჩამონათვალი: გაუმართაობის დიაგნოსტიკა აღმოფხვრა; როზეტების მონტაჟი; როზეტების გადატანა;

ელექტროობის ისტორია
ელექტროობის ისტორია

რით დაიწყო ყველაფერი გვინდოდა, რომ მოცემულ თემაში (ელექტრობის ისტორია, რით დაიწყო ყველაფერი) ჩაგვერთო მეტად მნიშვნელოვანი პერიოდები

შევიწროვებულ პირობებში როზეტებში, ამომრთველებში და სხვა ადგილებში სადენების დაგრძელების ძირითადი ხერხები
შევიწროვებულ პირობებში როზეტებში, ამომრთველებში და სხვა ადგილებში სადენების დაგრძელების ძირითადი ხერხები

ჩვენი კომპანიის გამოცდილი ოსტატი გირჩევთ! როზეტის შეცვლა მარტივი საქმეა, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდათ.

ელექტრიკის გამოძახება 555-45-33-66