ჭაღების მონტაჟი


ჭაღების მონტაჟი

ჭაღების მონტაჟი თბილისში

უმეტესად ჭაღების მონტაჟი საკმაოდ მარტივია და საკმარისია მხოლოდ ერთი ადამიანი, მაგრამ არის გამონაკლისებიც, რადგან სანათის მწარმოებელმა არ იზრუნა ფიქსაციის სიმარტივეზე და ამ შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ დახმარება. ამიტომ გირჩევთ კარგად გაეცნოთ ინსტრუქციას, რათა შეგექმნათ წარმოდგენა როგორ უნდა დადგეს ის კონკრეტული სანათი. აქ ჩვენ განვიხილავთ ყველაზე უფრო გავრცელებულ სიტუაციებს და მოგცემთ პრაკტიკულ რჩევებს, თუ რას უნდა მიექცეს თქვენი ყურადღება. ჩვენი რჩევები პირველ რიგში აგარიდებთ სხეულის დაზიანებას, დაგიზოგავთ დროს და სწორად აწყობის შემთხვევაში არ მოგიწევთ თქვენი მხრიდან არასწორი ქმედების შედეგად დაზიანებულის გამოსწორებაზე ზრუნვა, რაც ამავდროულად აგარიდებთ ფინანსურ და მატერიალურ ზარალსაც.

შენიშვნა: რაც არ უნდა მარტივი მოგეჩვენოთ აღნიშნული საქმე, ჩვენ მაინც გირჩევთ დაიხმაროთ ელექტრიკი გამოძახებით.

უსაფრთხოება

აღნიშნული პროცესი უნდა მოხდეს უსაფრთხოდ, სამუშაოს დაწყების წინ აუცილებლად გამორთეთ მთელს სახლში დენი! იმის და მიუხედავად რომ წესით ფაზის სადენი უნდა იყოს დაერთებული ჩამრთველზე, ხშირად არაკომპეტენტური აკეთებს ამას პირიქით და უშვებს ფაზას პირდაპირ სანათზე, რის გამოც ჩამრთველი წყვეტს ნოლს და არა ფაზას. რაც არის უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა.

იმის შემდეგ რაც თქვენ გათიშავთ მთელ სახლში დენს, ჩვენ მაინც კიდევ ერთხელ უნდა დავრწმუნდეთ სადენებში ძაბვის არ ყოფნაში. რადგან ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი დენის ამომრთველი იყოს დაზიანებული და მუშაობდეს არა კორექტულად რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს თქვენს ჯამრთელობას ( პირველ რიგში ეს ეხება საბჭოთა კავშირის დროინდელ ტექნიკას).

ბეტონის ჭერზე

ასეთ დროს ფიქსაცია ხდება ორი სახის სამაგრით - კაუჭიანი ანკერი ან სპეციალური სამაგრი რომელიც მოყვება თვითონ სანათს (პლანკა) და მაგრდება ჭერზე დუბელების მეშვეობით. რა საკვირველია სახვრეტად თქვენ დაგჭირდებათ პერფორატორი და ბურღი 6 ან 8 მმ. მაგრამ არის იშვიათი გამონაკლისებიც, როდესაც თქვენ გახვრეტის დროს ხვდებით ბეტონის ფილას სიცარიელეში და გახვრეტილი ბეტონის სისქე არ იქნება საკმარისი ანკერის ან დუბელის კარგი ფიქსაციისთვის. ამ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ გასახვრეტი ადგილის შეცვლა. ასეთი შემთხვევები ხდება საბჭოთა დროინდელ სახლებში, სადაც სადენი არის გაყვანილი ტექნიკურ ღიობებში (პაზებში) ან და გაყვანილია ზედა მეზობლების იატაკზე, რის შემდეგაც მშენებლებისთვის ყველაზე მარტივი გზა იყო სადენის ჩამოყვანა თქვენს ბინაში გადახურვის ღიობიანი ფილის ყველაზე სუსტ წერტილში.

სამაგრი (პლანკა) მაგრდება 2-4 დუბელით, თუ თქვენ მოხვდით ასეთ სიცარიელეში და გადაწევის საშუალება არ არის, სცადეთ 40-30 მმ. დუბელების გამოყენება, რადგან უფრო გრძელი დუბელების გასაფართოებელი ნაწილი უბრალოდ აცდება ბეტონს.

მნიშვნელოვანია!!! გაბურღვის წინ აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ შერჩეულ ადგილას არ გადის რაიმე სადენი.

ბარისოლზე

ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ სპეციალიზირებული ჭერის სამაგრები და თერმოიზოლირებული ბეჭდები ბარისოლის ნაჭერზე დასამაგრებლად. ძირითადათ ამ სამუშაოებს ასრულბს ბარისოლის ჭგუფი, თქვენ მხოლოდ უნდა მიუთითოთ ადგილი სად გნებავთ დაფიქსირდეს კონკრეტული სანათი. მაგრამ თვენ უნდა იცოდეთ სწორი ფიქსაციის თავისებურებები, რადგან არ დაზარალდეთ არაკვალიფიციურად შესრულებული სამუშაოსგან. სანათი არ უნდა იყოს დამაგრებული კუსტარულად დამზადებული პროფილების მეშვეობით, რადგან დროთა განმავლობაში ისინი განიცდიან დეფორმაციას და სანათი შესაძლოა ჩამოიწიოს.

სასურველია ბარისოლის სამუშაოების დროს თქვენ უკვე გქონდეთ შეძენილი სანათები, იმისათვის რომ სპეციალისტებმა სწორად შეარჩიონ და დააფიქსირონ სამაგრები. როდესაც დასრულდება ბარისოლის სამუშაოები თქვენ თვითონაც შეძლებთ სანათების მონტაჟს.

თაბაშირ მუყაოს ჭერზე

თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ აღნიშნულ ჭერზე მძიმე ჭაღების ფიქსაცია ამ შემთხვევაში წინასწარ უნდა მოამზადოთ ჭერი სამაგისოდ. სამაგრის ტიპი დამოკიდებულია აღნიშნულის კონსტრუქციულ თავისებურებებზე. ძირითად შემთქვევეში თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ კაუჭიანი ანკერის დამაგრება უშუალოდ ბეტონზე. თუმცა არსებობს ისეთი სანათები, რომლის დამაგრების დროს თაბაშირ მუყაოს ჭერს სწორად მომზადება ესაჭიროება. უნდა გამყარდეს თქვენს მიერ შერჩეული ადგილი, რაც ხდება ცდ და უდ პროფილების მეშვეობით პროფესიონალის მიერ.

თუ თქვენი სანათი მსუბუქი წონისაა, შესაძლებელია მისი ფიქსაცია განხორციელდეს უშუალოდ თაბაშირ მუყაოზე სპეციალური სამაგრების მეშვეობით. საქართველოში პოპულარობით სარგებლობს ასეთი სამაგრების ერთ ერთი ნაირსახეობა, ეგრეთ წოდებული პეპელა. თუმცა როგორც ვახსენეთ არსებობს ამ სამაგრების რამოდენიმე ნაირსახეობა, მათი გამოყენება და შერჩევა დამოკიდებულია კონკრეტულ შესასრულებელ ამოცანაზე.

თუმცა აღსანიშნავია, რომ თაბაშირ მუყაოს ფილის სისქე შეადგენს 9,5 მმ და არ არის რეკომენდირებული ამდაგვარი სამაგრების მეშვეობით მძიმე სანათის ფიქსაცია!

სადენების დაერთება

ოპტიმალური ვარიანტი სამუშაოს ჩატარების სისწრაფის და მოხერხებულობის თვალსაზრისით არის Wago-ს კლემნიკი. ზუსტად ასეთი კლემების გამოყენება ხდება რადგან სადენებში არ გადის დიდი სიმძლავრის დენი.

ასევე სადენების კომფორტული დაერთების საშუალებად შეიძლება ჩავთვალოთ ჭანჭიკიანი კლემები.

თუმცა არ გირჩევთ ანალოგიური ჭანჭიკიანი კლემების გამოყენებას რომლებსაც გამჭირვალე პლასტიკის ბუდე აქვთ, ის საკმაოდ სწრაფად ხმება და გამოდის მწყობრიდან! ასევე დაშვებულია სიზ-ის გამოყენება

კატეგორიულად იკრძალება ალუმინის და სპილენძის სადენების უშუალო დაერთება ერთმანეთზე, Wago-ს გააჩნია სპეციალიზირებული კლემები ასეთი შემთხვევიბისათვის. ალუმინი და სპილენძი ქმნიან გალვანურ წყვილს, რის გამოც ხდება ამ ორი მეტალის სწრაფი კოროზია, კონტაქტის შესუსტება, გადახურება და მწყობრიდან გამოსვლა.

აწყობილი სანათის ფიქსაცია ძალიან ძნელია მისი აქსესუარების და პლაფონების წონის გამო, სანამ დაიწყებთ პროცესს სასურველია მოხსნათ მას ყველა აქსესუარი, იმისათვის რომ მაქსიმალურად დავამჩატოთ და შევამციროთ აქსესუარების დაზიანების რისკი. ვკიდებთ სანათს კაუჭზე, ვაერთებთ სადენებს ვაიზოლირებთ მათ თუ ამის საჭიროება არსებობს. ვამოწმებთ ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს, გამართულობის შემთხვევაში ვწევთ ზემოთ დეკორატიულ პანელს, რომელიც ფარავს ჭერში ნახვრეტს და სადენებს, ამის შემდეგ ვაყენებთ აქსესუარებს.

სადენების ფერადი მარკირება

ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობასთან შეხების დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ფერადი მარკირების პრინციპები, შემდგომში ეს საკმაოდ გაამარტივებს მომსახურეობას, დეფექტების ძებნას და უბრალოდ ეს არის პროფესიონალური კულტურის ელემენტი.

მარკირების ფერები:

  • ფაზა - ყავის ფერი, ზოგიერთ შემთხვევებში წითელი;
  • ნეიტრალური(ნულოვანი) - ლურჯი;
  • დამიწება - ყვითელ - მწვანე.

თუმცა სამწუხაროდ ხანდახან მწარმოებლები საკმაოდ დაუდევრად ექცევიან ამ საკითხს და თქვენ შესაძლოა შეხვდეთ ისეთ შემთხვევას როდესაც რეგლამინტირებული მარკირების ფერები არ იქნება რეალობასთან შესაბამისობაში.

დამიწება

დამიწების სადენთან სანათის დაერთება გამოიყენება უსაფრთხოების ამაღლების თვალსაზრისით, კორპუსზე ძაბვის შემცირების მიზნით სადენის საიზოლაციო ფენის დაზიანების შემთხვევაში. სამწუხარო ფაქტია რომ ძალიან ხშირ შემთხვევებში მათი მონტაჟი ხდება არასწორად, დამიწებას ბევრი არ იყენებს და არსებობს ფაქტები როდესაც დამიწების წვერი საერთოდ მიყვანილიც კი არ არის.

მსგავსი სიახლეები

ხშირად მოთხოვნადი ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ჩამონათვალი:
ხშირად მოთხოვნადი ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ჩამონათვალი:

სამუშაოების ჩამონათვალი: გაუმართაობის დიაგნოსტიკა აღმოფხვრა; როზეტების მონტაჟი; როზეტების გადატანა;

ელექტროობის ისტორია
ელექტროობის ისტორია

რით დაიწყო ყველაფერი გვინდოდა, რომ მოცემულ თემაში (ელექტრობის ისტორია, რით დაიწყო ყველაფერი) ჩაგვერთო მეტად მნიშვნელოვანი პერიოდები

შევიწროვებულ პირობებში როზეტებში, ამომრთველებში და სხვა ადგილებში სადენების დაგრძელების ძირითადი ხერხები
შევიწროვებულ პირობებში როზეტებში, ამომრთველებში და სხვა ადგილებში სადენების დაგრძელების ძირითადი ხერხები

ჩვენი კომპანიის გამოცდილი ოსტატი გირჩევთ! როზეტის შეცვლა მარტივი საქმეა, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდათ.

ელექტრიკის გამოძახება 555-45-33-66