სხვაობა ნათურებს შორის და მათი მონაცემები


სხვაობა ნათურებს შორის და მათი მონაცემები

სხვაობა დიოდურ ნათურასა და ეკონომიურ კომპაქტურ ლუმესცენტრულ ნათურას შორის

რაც დრო გადის, მომხმარებლები სულ უფრო მეტად ამბობენ უარს საყოფაცხოვრებო პირობებში ვარვარა ნათურის გამოყენებაზე. მას ელექტრიკი არასდროს გირჩევთ. თავდაპირველად ის ჩაანაცვლეს ლუმესცენტრული კომპაქტური ნათურით, რადგან მას 5-ჯერ ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარება აქვს, თანაბარი სიკაშკაშით ნათების დროს. 20-ვატიანი ლუმესცენტრული კომპაქტური ნათურით ჩვენ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ 100-ვატიანი ვარვარა ნათურა. ამიტომაც დაარქვეს მას ეკონომიური ნათურა.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ბოლო დროს ბაზარზე გამოჩნდა დიოდური LED-ნათურა, რომელსაც ჩვენი გუნდის ელექტრიკოსი მუდმივად სთავაზობს კლიენტს. ასორტიმენტი ძალიან დიდია: პანელური, ლენტური, პროჟექტორული და სხვა მრავალკონსტრუქციული სანათი საშუალებები. დიოდური ნათურა ანათებს 10-ჯერ უფრო მეტი სიკაშკაშით, ვიდრე იგივე სიმძლავრის ვარვარა ნათურა.

მოდით, დაწვრილებით განვიხილოთ ლუმესცენტრულ კომპაქტურ ნათურასა და დიოდურ ნათურას შორის განსხვავება.

საინტერესოა: ფაქტობრივად, დიოდური ნათურაც ეკონომიურ ნათურებს მიეკუთვნება, მაგრამ მოსახლეობაში ეს სახელი ლუმესცენტრულ კომპაქტურ ნათურას მიენიჭა, თუმცა ელექტროეკონომიურობის თვალსაზრისით, ის ბევრად ჩამოუვარდება დიოდურს. ამ სტატიაში არც ჩვენ არ მოვერიდებით მოსახლეობის შერქმეული სახელების გამოყენებას.

კომპაქტური ლუმესცენტრული ნათურა შედგება:

-    ხრახნი
-    კორპუსი
-    მცველი
-    მართვის ბლოკი (სქემა)
-    სპირალის სამაგრი
-    სპირალი
 
დიოდური ხრახნიანი ნათურა შედგება:

-    ხრახნი
-    პლასტმასის ან მეტალის კორპუსი
-    კვების წყარო
-    მეტალის პლატა დიოდებით
-    ნათების გამშლელი კოლბა

პირველი, ყველაზე დიდი განსხვავება ამ ორ ნათურას შორის ნათების წყაროა: ვერცხლის წყლის ორთქლით სავსე მილი ნახევარგამტარი კრისტალების წინააღმდეგ.

ნათება და სიმძლავრე:

-    მოხმარების სიმძლავრე, W;
-    სინათლის ნაკადი, L;
-    ფერის ტემპერატურა, K.

შედარებისთვის იხილეთ სხვადასხვა კონსტრუქციის ნათურებისგან შექმნლი სინათლის ნაკადი:

ვარვარა ნათურა
კომპაქტური ლუმესცენტრული ნათურა
დიოდური ნათურა
სინათლის ნაკადი
20 W 5-7 W 2-3 W 200 L
40 W 10-13 W 4-5 W 400 L
60 W 15-16 W 8-10 W 700 L
75 W 18-20 W 10-12 W 900 L
100 W 25-30 W 12-15 W 1200 L
150 W 40-50 W 18-20 W 1800 L 
200 W 60-80 W 25-30 W  2500 L



ვარვარა ნათურა 1 ვატ მოხმარების სიმძლავრეზე გასცემს მაქსიმუმ 20 ლუმენს.
კომპაქტური ლუმესცენტრული ნათურა გასცემს 40 დან 70 L/W (ლუმენი/ვატზე). არსებობს მოსაზრებაც, რომ აღნიშნული ნათურების მონაცემები ინჟინრებმა გააუმჯობესეს 100 ვატამდე, მაგრამ ჩვენ ასეთ ნათურას პრაქტიკაში არ შევხვედრივართ.

დიოდური ნათურები ანათებენ კიდევ უფრო მეტი სიკაშკაშით - 80-120 L/W. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიოდური ნათურის მონაცემები იზრდება, მისი ფასი კი იკლებს. ზუსტად ეს არის მიზეზი, თუ რატომ არის დიოდური ნათურა ბაზარზე ასე პოპულარული.

მუშაობის დროს ყველაზე დიდი ტემპერატურა აქვს ვარვარა ნათურას, ის ხურდება 100 გრადუსამდე, მეორე ადგილზეა კომპაქტური ლუმესცენტრული ნათურა, მისი სამუშაო ტემპერატურა 60-80 გრადუსია, ყველაზე დაბალი ტემპერატურით კი გამოირჩევა დიოდური ნათურა, რომლის სამუშაო ტემპერატურა 30-40 გრადუსს აღწევს. ეს მონაცემები დაკავშირებულია მარგი ქმედების კოეფიციენტთან.

რესურსი:

30000-50000 საათი არის დიოდური ნათურის მუშაობის რესურსი, მაგრამ ეს მონაცემი დამოკიდებულია სამუშაო გარემო ტემპერატურაზე. თუ ტემპერატურა მაღალია, მისი რესურსი შეიძლება 2-ჯერ შემცირდეს.

10000 საათი აქვს ლუმესცენტრულ ნათურას, მაგრამ ეს მონაცემი არაზუსტია და ხშირ შემთხვევებში, ის გაცილებით უფრო ადრე გამოდის მწყობრიდან. არსებობს ნათურის გადაწვის სხვა მიზეზებიც, მაგალითად, ხშირი ჩართვა-გამორთვა ან 24-საათიანი რეჯიმით მუშაობა.

ამ ნათურის ხანგრძლივ მუშაობაზე მოქმედებს კვების წყაროც, მაგალითად, დროსელზე მომუშავე ნათურების რესურსი ბევრად ნაკლებია სხვა დანარჩენთან შედარებით. ცენტრალური ელექტროენერგიის წყაროს სტაბილურობაც დიდ გავლენას ახდენს ნებისმიერი მომხმარებლის მუშაობის რესურსზე.

1000 საათი აქვს ვარვარა ნათურას. რესურსი იკლებს, როდესაც აღნიშნულ ნათურას ხშირად ჩართავთ და გამორთავთ, ასევე მის რესურსზე უარყოფითად მოქმედებს მაღალი გარე ტემპერატურა და ვიბრაციაც.

სიკაშკაშის კარგვა:

ვარვარა ნათურა სიკაშკაშეს ინარჩუნებს თითქმის მთელი ექსპლუატაციის პერიოდი, სავარაუდო კლება აქვს 7%. კლების მიზეზი ხდება კოლბის და პლაფონის დაბინძურება.

ლუმესცენტრულ ნათურებს გააჩნიათ დაძველების თვისება. სინათლის ნაკადი დადგენილი რესურსის ბოლოს კლებულობს 50%-ით. ეს გამოწვეულია ლუმინოფორის დაძველებით, მისი ამოწვით, ელექტროდების ცვეთით. თუ დააკვირდებით, მილის დაბოლოებები შავდება, ეს რესურსის ამოწურვის მთავარი ნიშანია.

დიოდური ნათურა მუდმივად ვერ გამოსცემს დადგენილ სიკაშკაშეს. 25 000-საათიანი მუშაობის შემდეგ, სიკაშკაშე იკლებს 15%-ით. ამ პერიოდის მანძილზე ორჯერ მოგიწევდათ ლუმესცენტრული ნათურის გამოცვლა მაშინ, როცა დიოდური ნათურა კვლავაც გააგრძელებდა გამართულად მუშაობას. 

ნათების სიკაშკაშეზე მოქმედებს ტემპერატურაც. როდესაც ნათურა ხურდება, მისი ნათების სიკაშკაშე ჩამოდის 80%-მდე. ხანგრძლივი გადახურება იწვევს დიოდის კრისტალის დეგრადაციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი დაწვა.

დასკვნა:

დიოდურ ნათურას გააჩნია გაცილებით დიდი რესურსი ჩამოთვლილ ანალოგებთან შედარებით, მასზე ცუდ გავლენას ვერ ახდენს ხშირი ჩართვა-გამორთვა. ეკონომიურობის თვალსაზრისითაც, სხვებთან შედარებით, მისი მონაცემები გაცილებით ეფექტიანია, რაც ზემოთ ნაჩვენებ ცხრილში თვალნათლივ ჩანს. დიოდურ ნათურას დღეს უკვე თითქმის ყველგან იყენებენ.

მსგავსი სიახლეები

სადენების რჩილვა („დაპაიკება“) და მიდუღება

სადენების რჩილვა („დაპაიკება“) და მიდუღება

რჩილვასა და მიდუღებაში იგულისხმება შექმნილი მიმდევრობითი შეერთების მონოლითურობა და მაქსიმალურად შესაძლო გამტარობა. რჩილვის დროს წარმოქმნილი

  • 123
  • 28-აპრილი-2021
სრულად ნახვა
ელექტრიკოსი

ელექტრიკოსი

ელექტრული ძალის ბუნებრივი გამოვლინებები ადამიანისათვის დიდი ხანია ცნობილია. საუკუნეების მანძილზე ისინი ფილოსოფოსებისა და მეცნიერების

  • 21
  • 11-ივლისი-2021
სრულად ნახვა
მნიშვნელობა საზოგადოებისათვის

მნიშვნელობა საზოგადოებისათვის

პროფესიის მნიშვნელოვანება, მნიშვნელობა და სოციალური სტატუსი დღესისათვის ელექტრიკოსის პროფესია ისეთივე პოპულარული რჩება, როგორც ადრე. სწორედ

  • 31
  • 11-ივლისი-2021
სრულად ნახვა

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

დაგვირეკეთ
555-45-33-66